სურამულას არხის გასაწმენდად დაწყებული დავა დასრულდა. შესყიდვების სააგენტომ აღნიშნა, რომ ტენდერი ხარვეზებით ჩატარდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
კერძოდ, სამშენებლო კომპანია "ჯორჯიან ბილდიმ", ისეთი სამუშაოების შესრულების გამოცდილება დაასახელა, რომლის ნამდვილობა არ დასტურდება. ამ "არარსებული" გამოცდილების საფუძველზე, 2020 წლის 15 მაისს ხაშურის მერიამ შპს "ჯორჯიან ბილდის" წარმომადგენელი ხელშეკრულების გასაფორმებლად მიიწვია.
ეს პროცესი არ მოეწონა კომპანია "ბანის" წარმომადგენელს, რომელიც ტენდერში საერთოდ...
სტატიის გაგრძელება
დღეს, 16 ივნისს ნინოწმინდაში, სოფელ პატარა არაქალში ფეხბურთის ტურნირი გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე სპორტული ღონისძიების გამართვა არ შეიძლება, ამიტომ სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილე ყველა პირი ჯარიმდება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ნინოწმინდაში გარიკ წარუკიანის სახელობის ტურნირი ფეხბურთში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 10–მდე სოფლის ახალგაზრდობა იღებდა მონაწილეობას. დღეს კი გამარჯვებული გუნდების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
რადიო „ნორის“ მიერ...
გორში, #2 სათავე ნაგებობის სასმელ წყალს, რომელიც მდინარე მეჯუდაში იღვრება, სკვერებისა და გაზონების გასარწყავიანების მიზნით, გამოიყენებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
ამის გამო, გორის ცენტრალურ ქუჩებში მილებს ამონტაჟებენ. მათი მეშვეობით სკვერები და გაზონები მოირწყვება. რამდენიმე ქუჩაზე დამონტაჟებული მილები უკვე გატესტეს.
N2 სათავე ნაგებობა სასმელი წყლით ქ.გორის მოსახლეობას ამარაგებდა. სადრენაჟე სისტემა 18 ჰექტარზეა გაშენებული, დაახლოებით 2-წლიანი დაკვირვებების შედეგად წყალმცირობის დროს წყლის...
თურქეთში დასაქმებულმა მოქალაქეებმა ბათუმში დღეს მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი თურქეთში ყოველდღიურად გადადიოდნენ და და ერთადერთი შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
შეკრებილების განმარტებით, პანდემიის პირობებში პრაქტიკულად ყოველგვარი ფინანსური შემოსავალი შეუწყდათ.
„არავის ვემუქრებით, გაითვალისწინოს ხელისუფლებამ, რომ ულუკმაპუროდ დავრჩით, მოგვცენ ჩვენც, როგორც სამუშაო დაკარგულებს ერთჯერადი სამასლარიანი დახმარება, ან გაგვიხსნან საზღვარი. აქციებს გავაგრძელებთ, ვიდრე პასუხს არ მივიღებთ“, – ...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, რიონისპირა სახლების პროექტირებაზე ახალი ტენდერი გამოცხადდება. აღნიშნულის შესახებ "ნიუპრესს" ფონდიდან საჯარო ინფორმაციის პასუხად განუცხადეს.
ფონდის ინფორმაციით, ახალი ტენდერი, სავარაუდოდ, ივლისში გამოცხადდება.
რიონისპირა სახლების პროექტირებაზე ტენდერი გასულ წელს გამოცხადდა. 944 000 ლარიან ტენდერში, "კარკასმა" 799 999 ლარი დააფიქსირა და 1 ლარით მოუგო მეორე პრეტენდენტს- სამშენებლო-საპროექტო კომპანია სს "ხუროს".
გამარჯვებულ კომპანიასთან, ხელშეკრულება 2019 წლის 11 ივნისს გაფორმდა, თუმცა ერთი წლის...
რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალებში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. რამდენიმე ბაღს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება, ყოფილი გამგეების ნაწილი კი მუშაობას ბაღების გაერთიანებაში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს.
იმ ბაღების სია, რომლებსაც ახალი ხელმძღვანელი ეყოლება: იცვლება #21 ბაღის გამგე; ახალი ხელმძღვანელი ეყოლება #20 საბავშვო ბაღს; ასევე #10 საჯარო ბაღს, #31 ბაღს, #25 საბავშვო ბაღს.
ინფო რუსთავის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ბაღების გაერთიანებაში დაადასტურეს და განაცხადეს,...
სარფში სანაპირო ზოლი ზედამხედველობის და ყურადღების გარეშეა დარჩენილი. იმის მიუხედავად, რომ შიდა ტურიზმი გუშინ ოფიციალურად გაიხსნა, ზღვისპირა ზოლი ტურისტების მისაღებად მზად არ არის. ამის შესახებ სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
სიუჟეტში ნათქვამია, რომ პლაჟი იმდენა მოუწესრიგებელია, რომ ტერიტორიაზე ბალახია ამოსული. საშხაპეებსა და გასახდელებზე საუბარიც კი ზედმეტია. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები კი ჟურნალისტების კითხვების პირისპირ დარჩენას წერილობითი პასუხები არჩიეს.
"პანდემიის ფონზე შექმნილი მძიმე მდგომარეობის...
შიდა სასოფლო გზის პრობლემა აქვთ საუბრობენ სოფელ ზენითში მცხოვრებლებს. მოსახლეობის თქმით, წლებია რამდენიმე კილომეტრის გავლა გავლით ფეხით უწევთ, მათთან არც მიკროავტობუსი მიდის და საჭიროების შემთხვევაში ვერც სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდა ხელისუფლებას ქობულეთის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრმა. მოგვიანებით გაირკვა, რომ გზის ეს მონაკვეთი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე ირიცხება და მისი მოვლა-პატრონობა არ ეკუთვნის, აჭარის...
შემდეგი სტატია
მუნიციპალური განვითარების ფონდს და კომპანიას შორის, რომელიც საპროექტო სამუშაოებს აწარმოებდა, ურთიერთობა სასამართლოში გაგრძელდა. ტენდერში გამარჯვებული კომპანიის "კარკასი" არქიტექტორის გივი გოგრიჭიანის განცხადებით, კომპანია მუნიციპალური განვითარების ფონდის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის თანახმადაც, მათ მიერ მომზადებული პროექტი დაიწუნეს, ვადების გადაცილების გამო კი ხელშეკრულება შეუწყვიტეს. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
გივი გოგრიჭიანი მუნიციპალური ფონდის გადაწყვეტილებას უსამართლობად და ქუთაისის წინააღმდეგ განხორციელებულ შეთქმულებად მიიჩნევს.
მისი თქმით, პროექტი შეგნებულად...
მეორე კვირაა, კაფეები და რესტორნები მოქალაქეებს განსხვავებული რეგულაციებით ემსახურებიან. ღია სივრცეებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა, ობიექტების ნაწილს, გამოყენებულ ქუჩის მონაკვეთებზე საიჯარო ტარიფი გაუძვირდათ. ამ თემაზე სიუჟეტს აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
კაფე-რესტორნების მეპატრონეების თქმით, მოსაკრებელი 3-ჯერაა გაზრდილი. ისინი ამბობენ რომ, მერიის მხრიდან ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩააგდებთ, რადგან მომხმარებელთა რაოდენობა ისედაც შეუმცირდათ.
მოიჯარეებისთვის მოსაკრებლის გაზრდას არ უარყოფენ. თუმცა, ამბობენ, რომ საკრებულომ...
შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მუზეუმების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად სწორედ შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროცესი დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს, ის სასტუმროები კი, რომელთაც გახსნის ნებართვა ოფიციალურად მიიღეს, უკვე აქტიურად იჯავშნება.
შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მუზეუმების გახსნის შესახებ....
COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციების სწრაფი დანერგვის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ონლაინ ტრენინგკურსი 500-მდე სასტუმროსა და 400-მდე კვების ობიექტის წარმომადგენელმა გაიარა.
საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცის ცნობით, ტრენინგი კომპანია KMS Georgia-ს ჩართულობით განხორციელდა. პროექტის პირველი ეტაპი 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ონლაინ სასწავლო კურსებს მოიცავდა, სადაც ყველა მსურველს საშუალება ჰქონდა სრულიად უსასყიდლოდ დასწრებოდა.
ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასწავლო კურსი შემდეგ ძირითად თემას...
ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს, სამუშაოები აქტიურ ფაზაშია ,- ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს დიდი (25X16) და მცირე (10X8) საცურაო აუზი ექნება, საცურაო სივრცეში განთავსდება 100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა. “კომპლექსს ასევე ექნება სპორტული მოედანი, 160 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით, ცალკე განთავსდება...
ფოთში ტანსაცმლის ბაზრობაზე ხმაური იყო. დილით მისულ მოვაჭრეებს ბაზრობის შესასვლელი კარი დაკეტილი დახვდათ. მათი განცხადებით, ბაზრის ადმინისტრაციამ ამის მიზეზად უსაფრთხოების ნორმების დარღვევა დაასახელა. მათივე თქმით, ტანსაცმლის ბაზრობამდე მისასვლელი გზა გარემოვაჭრეებს აქვთ ჩახერგილი და შესაბამისმა სამსახურმა ეს საკითხი უნდა მოაგვაროს. ამის შესახებ ინტერპრესნიუსი წერს.
"აქ სამი წლის წინ იყო ხანძარი, იგივე რომ განმეორდეს დაცული არ ვართ, სახანძროს მანქანა ვერ შემოვა, რადგან...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების - ჭიაურის, ჰერეთის კარისა და თამარიანის მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით ახალი ჭაბურღილი აშენდება.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, შედეგად, აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებ 1200-მდე ადამიანს წყალმცირობის სეზონზე, დებიტის სიმცირით გამოწვეული წყალმომარაგების პრობლემები საბოლოოდ მოუგვარდება.
“შესაბამისი სამუშაოების ჩასატარებლად, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გამოცხადებული ტენდერი დაასრულა. გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება რამდენიმე დღეში გაფორმდება. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები კონტრაქტორმა 75 დღეში უნდა დაასრულოს.
კომპანიის დირექტორი, გიგა...
კახა კალაძემ თბილისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. დედაქალაქის მერის თქმით, გლდანში, ვეკუასა და ხიზანშივილის ქუჩების სრული რეაბილიტაციის ფარგლებში საგზაო ინფრასტრუქტურის ძირითადი სამუშაოები დასრულდა.
„თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთლიანად პროექტი არის დასრულებული. ამ დროისთვის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს შშმ პირებისთვის პანდუსის მოწყობის სამუშაოები, სრულდება ველობილიკების მოწყობა, ასევე უსაფრთხოების კუნძულების მოწყობის სამუშაოები, რომლებიც დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება. ბოლოს უკვე მოხდება დახაზვითი სამუშაოები. იქნება შესაბამისი საავტობუსე ზოლები. მთლიანად შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































