თურქეთში დასაქმებულმა მოქალაქეებმა ბათუმში დღეს მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი თურქეთში ყოველდღიურად გადადიოდნენ და და ერთადერთი შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
შეკრებილების განმარტებით, პანდემიის პირობებში პრაქტიკულად ყოველგვარი ფინანსური შემოსავალი შეუწყდათ.
„არავის ვემუქრებით, გაითვალისწინოს ხელისუფლებამ, რომ ულუკმაპუროდ დავრჩით, მოგვცენ ჩვენც, როგორც სამუშაო დაკარგულებს ერთჯერადი სამასლარიანი დახმარება, ან გაგვიხსნან საზღვარი. აქციებს გავაგრძელებთ, ვიდრე პასუხს არ მივიღებთ“, – აღნიშნავს აქციის მონაწილე მანანა შაინიძე.
თურქეთში დასაქმებულმა პირებმა დღეს უკვე მესამე აქცია გამართეს.