გორში, მდინარე მეჯუდაში 36 ტონა გამოუყენებელი სასმელი წყალი ერთ საათის განმავლობაში იღვრება

1233

გორში, #2 სათავე ნაგებობის სასმელ წყალს, რომელიც მდინარე მეჯუდაში იღვრება, სკვერებისა და გაზონების გასარწყავიანების მიზნით, გამოიყენებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

ამის გამო, გორის ცენტრალურ ქუჩებში მილებს ამონტაჟებენ. მათი მეშვეობით სკვერები და გაზონები მოირწყვება. რამდენიმე ქუჩაზე დამონტაჟებული მილები უკვე გატესტეს.

N2 სათავე ნაგებობა სასმელი წყლით  ქ.გორის მოსახლეობას ამარაგებდა. სადრენაჟე სისტემა 18 ჰექტარზეა გაშენებული, დაახლოებით 2-წლიანი დაკვირვებების შედეგად წყალმცირობის დროს წყლის დებეტი მინიმუმ 10 ლ/წმ-ია.

ეს წყალი, რომელიც დღეღამეში 864 ტონას შეადგენს, მდინარე მეჯუდაში იღვრება.

გორის მოსახლეობის გაზრდის შემდეგ და დონეთაშორისო სიმცირის გამო წნევას ვერ უზრუნველყოფდა. აქედან გამომდინარე გასული საუკუნის 60-იან და 90-იან წლებში 4 ახალი სათავე მოეწყო, სოფელ ვარიანის და სოფელ კარალეთის ტერიტორიაზე აღნიშნულ N 2 სათავე ნაგებობა კი, ამის შემდეგ დარჩა უფუნქციოდ. სადრენაჟე სისტემის წყალი კი მდინარე მეჯუდას მიუერთეს. დღეს ცდილობენ, რომ ეს წყალი ქალაქის გასარწყავიანებისთვის გამოიყენონ.

კონკრეტულ მონაკვეთებზე ტესტირების დროს წყალმა გამოჟონა და მუშები სამუშაოებს ხელახლა აწარმოებენ. გეგმის მიხედვით, კომპანია ,,კაპიტელის” წარმომადგენლებმა სამუშაოები ივლისის ბოლოს უნდა დაასრულონ.

,,მოგესხსენებათ, ძალიან დიდ შრომას მოითხოვს ეს სამუშაო, რადგან ახალი მილების დამონტაჟება ხორციელდება. ძალიან ბევრი კომუნიკაციაა ქალაქში, ვცდილობთ, მაქსიმალური სიფრთხილით ვიმუშაოთ. რაიმე სერიოზული წინაღობა არ შეგვხვედრია. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ სხვადასხვა უბანზე მიწა ხელახლა გაიჭრა, ეს ალბათ ტესტირების შედეგებია. შესაძლოა, კონკრეტულ უბანზე გადაბმის ადგილზე წყლის წნევამ ვერ გაუძლო და იქ დამატებით სამუშაოებს ჩაატარებენ”, – ამბობს “კეპიტელის” წარმომადგენელი.