სარფის სანაპირო დღემდე მოუწესრიგებელია

865

სარფში სანაპირო ზოლი ზედამხედველობის და ყურადღების გარეშეა დარჩენილი. იმის მიუხედავად, რომ შიდა ტურიზმი გუშინ ოფიციალურად გაიხსნა, ზღვისპირა ზოლი ტურისტების მისაღებად მზად არ არის. ამის შესახებ სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

სიუჟეტში ნათქვამია, რომ პლაჟი იმდენა მოუწესრიგებელია, რომ ტერიტორიაზე ბალახია ამოსული. საშხაპეებსა და გასახდელებზე საუბარიც კი ზედმეტია. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები კი ჟურნალისტების კითხვების პირისპირ დარჩენას წერილობითი პასუხები არჩიეს.

“პანდემიის ფონზე შექმნილი მძიმე მდგომარეობის დასაძლევად, ხელისუფლება იმედებს სწორედ შიდა ტურიზმზე ამყარებს, თუმცა ,ზღვისპირა ზოლში არსებულმა სურათმა შესაძლოა რეგიონში ჩამოსული დამსვენებელი გააქციოს. მიუხედავად იმისა, რომ შიდა ტურისტული სეზონი ოფიციალურად უკვე გაიხსნა, სარფის სანაპიროზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ისევ დასასრულებელია. პლაჟი სავსეა ბალახით, არ დგას სანაგვე ურნები, არც საშხაპეებია მოწყობილი, სანაპიროზე ვერც გადასასვლელ საფეხმავლო ბილიკებს დაინახავთ,”- ასე აფასებს ერთ-ერთი ტურისტი სარფის სანაპიროზე არსებულ მდგომარეობას.

“რატომ არ თუ ვერ მოემზადა ხელვაჩაურის მერია ტურისტული სეზონისთვის? კითხვები დღეს მუნიციპალიტეტის მერისთვის უნდა დაგვესვა, თუმცა, ჯუმბერ ვარდმანიძემ საპასუხო კომენტარის გასაკეთებლად დრო ვერ გამონახა. უწყებაში მხოლოდ სიტყვიერად გვიპასუხეს:

იგეგმება თუ არა მიმდინარე სეზონისთვის სარფის სანაპიროზე სველი წერტილების და საშხაპეების მოწყობა? უწყებაში პასუხის გაცემა უჭირთ,”- ნათქვამია სიუჟეტში.