რუსთავის რამდენიმე ბაღს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება

743

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალებში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. რამდენიმე ბაღს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება, ყოფილი გამგეების ნაწილი კი მუშაობას ბაღების გაერთიანებაში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს.

იმ ბაღების სია, რომლებსაც ახალი ხელმძღვანელი ეყოლება: იცვლება #21 ბაღის გამგე; ახალი ხელმძღვანელი ეყოლება #20 საბავშვო ბაღს; ასევე #10 საჯარო ბაღს, #31 ბაღს, #25 საბავშვო ბაღს.

ინფო რუსთავის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ბაღების გაერთიანებაში დაადასტურეს და განაცხადეს, რომ აღნიშნულ სააღმზრდელო დაწესებულებებში როტაციის პრინციპი ამოქმედდა.

ბაღის თანამშრომლების ნაწილისთვის როტაციის წესი მისაღებია, ნაწილისთვის კი მიუღებელი, თუმცა აცხადებენ რომ წესი უკვე დამტკიცებულია და იძულებულები არიან გაერთიანების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას დაემორჩილნონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სამსახურის დატოვება მოუწევთ.

უკავშირდება თუ არა აღნიშნული ცვლილებები მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, რუსთავის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში გვპასუხობენ რომ არა.