ბათუმში ღია სივრცეებით მოსარგებლეები საიჯარო გადასახადის გაზრდას აპროტესტებენ

725

მეორე კვირაა, კაფეები და რესტორნები მოქალაქეებს განსხვავებული რეგულაციებით ემსახურებიან. ღია სივრცეებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა, ობიექტების ნაწილს, გამოყენებულ ქუჩის მონაკვეთებზე საიჯარო ტარიფი გაუძვირდათ. ამ თემაზე სიუჟეტს აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

კაფე-რესტორნების მეპატრონეების თქმით, მოსაკრებელი 3-ჯერაა გაზრდილი. ისინი ამბობენ რომ, მერიის მხრიდან ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩააგდებთ, რადგან მომხმარებელთა რაოდენობა ისედაც შეუმცირდათ.

მოიჯარეებისთვის მოსაკრებლის გაზრდას არ უარყოფენ. თუმცა, ამბობენ, რომ საკრებულომ სხდომაზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ პანდემიამდე მიიღო.

ტურიზმის ინსტიტუტში ამბობენ, რომ  პოსკოვიდურ პერიოდში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის რეგიონებში სიტუაცია კიდევ უფრო რთულია.