მგფ: ქუთაისში რიონისპირა სახლების პროექტირებაზე ახალი ტენდერი გამოცხადდება

627

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით,  რიონისპირა სახლების პროექტირებაზე ახალი ტენდერი გამოცხადდება. აღნიშნულის შესახებ “ნიუპრესს” ფონდიდან საჯარო ინფორმაციის პასუხად განუცხადეს.

ფონდის ინფორმაციით, ახალი ტენდერი, სავარაუდოდ, ივლისში გამოცხადდება.

რიონისპირა სახლების პროექტირებაზე ტენდერი გასულ წელს გამოცხადდა. 944 000 ლარიან ტენდერში, “კარკასმა”  799 999 ლარი დააფიქსირა და 1 ლარით მოუგო მეორე პრეტენდენტს-  სამშენებლო-საპროექტო კომპანია სს “ხუროს”.

გამარჯვებულ კომპანიასთან, ხელშეკრულება  2019 წლის 11 ივნისს გაფორმდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ მუნიციპალური განვითარების ფონდმა კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა, რის მიზეზადაც ვადების დარღვევა დასახელდა, ამასთან, დაიწუნეს პროექტის ხარისხიც. თავის მხრივ, კომპანია მუნიციპალური განვითარების ფონდს სასამართლოში უჩივის.