ბათუმის ცენტრალურ პარკში გარეგანათება დაზიანებულია. ბათუმელები ჩაბნელებული პარკის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ და წერენ, რომ ღამის საათებში აქ გადაადგილება სახიფათოა. ფაქტის შესახებ იციან ბათუმის მერიაშიც. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
რატომ გამოდის მწყობრიდან ლამპიონები ხშირად, კითხვაზე მუნიციპალური სერვისების სააგენტოში გვპასუხობენ, რომ დაზიანების დროს მისი შეკეთება ხდებოდა, თუმცა განათების ბოძები უკვე მოძველდა, რის გამოც ახლით ჩანაცვლებას საჭიროებს, მის შეცვლაზე გამოცხადებული ტენდერი კი...
"სასმელი წყალი, რომლისთვისაც ათასობით თანხა დაიხარჯა, დასალევად უვარგისია", - ამბობენ ხურვალეთში. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, პრაქტიკულად უწყლოდ არიან.
"ჯერ ძალიან ცოტა მოდის, ჭურჭელში ვაგროვებთ, მაგრამ ისიც უვარგისია. მღვრიე წყალია და ალბათ ათასი ბაქტერიითაა სავსე. ხუთი წლის განმავლობაში მოუგვარებელი იყო სასმელი წყლის პრობლემა. ახლა ზოგი ყიდულობს წყალს, ზოგიც წვიმას ელოდება...
ზუგდიდის მერია მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელიც ანაკლიაში, სოფლის ცენტრში მდებარეობს აუქციონის წესით გაყიდის. საკითხს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.
უძრავი ქონების საწყისი ფასი 1 300 000 ლარი იქნება და მყიდველმა ინვესტიციის სახით 1 500 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
ქონებას აუქციონზე უახლოეს მომავალში, პროცედურული საკითხების გავლის შემდეგ გაიტანენ.
გორის საკრებულოში ელექტრონული მართვის სისტემა ინერგება. საპილოტე რეჟიმში უკვე ჩატარდა საკრებულოს ბიუროს სხდომა, რომლის შესახებაც აპარატს ინფორმაცია წინასწარ არ გაუვრცელებია.
საკრებულოს აპარატს დაგეგმილი სხდომის შესახებ ინფორმაცია არც მედიისთვის და არც საზოგადოებისთვის წინასწარ არ უცნობებია. ჩატარებული სხდომის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს ფეისბუქ გვერდზე, სხდომის ჩატარებიდან 2 დღის შემდეგ გამოქვეყნდა.
"26 ივნისს, 15:00 საათზე გაიმართა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა. ბიუროს სხდომა გაიმართა...
წინა სტატია
პირველ რიგში, მინდა, თითოეულ პარლამენტარს მივულოცო ეს შედეგი. არ აქვს მნიშვნელობა, ყველას, ვინც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცა, ვინც შეძლო ქვეყნის ინტერესები პირად, ეგოისტურ ინტერესებზე მაღლა დაეყენებინა, - განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა, გიორგი გახარიამ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის მესამე მოსმენით მხარდაჭერის შეფასებისას.
„რაც შეეხება ამის პოლიტიკურ მნიშვნელობას, ეს ცვლილებები, რომელიც ჩვენ გვაახლოებს პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან, პირადად ჩემთვის, რამდენიმე სერიოზულ...
ერთადერთი, რაც ჩვენ გვამოძრავებს, პირადად მე რაც მამოძრავებს, არის ის, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მთავრობა არჩევნების დასავლური, უმაღლესი სტანდარტით ჩატარებას უზრუნველყოფს.
„დღეს, ამ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ამოცანაა, რომ არჩევნები საქართველოში იყოს დემოკრატიული, სრულად გამჭვირვალე და აკმაყოფილებდეს არჩევნების დასავლურ უმაღლეს...
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ კვლევის პროცესში 40-მდე სოფლის ტურისტული შესაძლებლობა შეისწავლა, რომლის დროსაც ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის ნაკლებად ცნობილი სალაშქრო ბილიკები, ჩანჩქერები და ტურისტული ღირსშესანიშნაობები შეფასდა.
როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მახუნცეთის, მეძიბნას, წონიარისისა და მერისის ჩანჩქერები იმ 15-მდე ჩანჩქერს შორისაა, რომელთა შესწავლა-გაზომვაც ქედისა და ხელვაჩაურის ტურისტული პოტენციალის კვლევისას განხორციელდა.
ორთვიანი კვლევისას მუნიციპალიტეტებში აგროტურიზმის, კულტურული ტურიზმის, სათავგადასავლო...
თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელებისთვის ფულადი ჯილდოს დაწესება იგეგმება. ამის შესახებ droa.ge-ს თელავის საკრებულოდან აცნობეს.
უწყების ცნობით, პროექტი წარმომადგენლობით ორგანოს, ინიციატივის სახით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილმა წარუდგინა. ორკოდაშვილის ინიციატივით, სპორტის სხვადასხვა სახეობაში ოლიმპიურ თამაშებში, ევროპის, მსოფლიოსა და საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ჩემპიონატებში თელავის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელებისათვის,...
დაფნარის კვანძიდან ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე და ასევე, გეგუთის კვანძიდან ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა 6 ივლისის ჩათვლით აიკრძალება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის III ლოტის მშენებლობის ფარგლებში, ღ.ს.ს. “აკკორდ ჯორჯიას“ მიერ მიმდინარე სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრული იყო 2020 წლის 30 ივნისი, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, სამუშაოების დასრულება აღნიშნულ ვადაში ვერ ესწრება.
„დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის...
გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის დაფინანსებით იგეგმება როგორც ყაზბეგში, ასევე სამტრედიაში, ვანში და ბაღდათში წყალგაყვანილობის და წყალარინების მოწესრიგება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურის მინიტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
ცქიტიშვილის თქმით, 130 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის დაწყება, ოთხივე ლოკაციაზე, 2021 წლიდან იქნება შესაძლებელი.
„ჩატარებულია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, ამჟამად ბანკთან მიმდინარეობს სასესხო ხელშეკრულების გაფორმება. სატენდერო პროცედურის გამართვა შესაძლებელი იქნება ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
გორის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება.
მათი ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ზედა რუს საირიგაციო სისტემის ძირითადი სამელიორაციო მაგისტრალის რეაბილიტაციის პროექტის ბოლო ვერსიას ვარიანისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულებში მცხოვრები მოსახლეობა დღეს გაეცნო.
„შეხვედრას უძღვებოდნენ წყალმომხმარებელთა საინიციატივო ჯგუფების-საბჭოების წევრები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შპს „საქართველოს მელიორაციის“, მსოფლიო ბანკის პროექტისა და საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათ მოქალაქეების ყველა კითხვას უპასუხეს“,...
მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან 21 სექტემბრამდე, თბილისის მეტროპოლიტენი მგზავრებს კვლავ შემცირებული სამუშაო გრაფიკით მოემსახურება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროს ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა გლობალური პანდემიის ფარგლებში დაწესებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონტრაქტორმა კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადის გახანგრძლივება მოითხოვა. მეტროს ძალოვანი კაბელებისა და გამნიავებელი სისტემების დროული შეცვლის მიზნით, თბილისის მეტროპოლიტენის სამუშაო გრაფიკი კვლავ 06:00-დან 23:00 საათამდე შენარჩუნდება.
"აღნიშნული...
სახელმწიფო დაეხმარება იმ მოქალაქეებს, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდნენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, საქართველოს საზღვრებს გარეთ თვითდასაქმებულები უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე (https://compensation.moh.gov.ge/) განმცხადებლად არაუგვიანეს 2020 წლის 15 ივლისისა. აღნიშნულ პირებს სხვა დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ ესაჭიროებათ.
„დღეისათვის სახელმწიფოს დახმარება პანდემიის პერიოდში დაზარალებულმა უკვე 105 ათასამდე თვითდასაქმებულმა პირმა მიიღო. 26 ივნისიდან კი კომპენსაციის...
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დადებითად აფასებს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებას და პარლამენტს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაცია განცხადებას საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
"დღეს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა ცვლილებების პროექტი, რომლითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები აქამდე არსებულისგან განსხვავებული წესით ჩატარდება. ახალი დებულების მიხედვით 120 დეპუტატი პროპორციულად და 30 მაჟორიტარული წესით აირჩევა. საია მიიჩნევს, რომ საუკეთესო გადაწვეტილება მაჟორიტარული ნაწილის სრულად გაუქმება იქნებოდა, მაგრამ, არსებული...
წინა სტატია
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, განცხადებით, უახლოესი 10 დღის განმავლობაში პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებსაც დაამტკიცებს.
როგორც თალაკვაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლება პირობას ასრულებს და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.
„დღეიდან ჩვენ უკვე მუშაობას ვიწყებთ საარჩევნო კოდექსზე და უახლოესი 10 დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტი, ასევე, მიიღებს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, რომელიც ეფუძნება ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ მოცემულ...
დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში ათი კორპუსის ეზო სრულად მოასფალტდა. როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სარეაბილიტაციო სამუშოები რეგიონული ფონდის და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
„ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, წლების განმავლობაში ტერიტორია გაუვალი იყო,შესაბამისად, ფეხით და ტრანსპორტით გადაადგილება თითქმის შეუძლებელი იყო. დაბა ჟინვალის დასახლება მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი დიდი ადმინისტრაციული ერთეულია, ახლად რეაბილიტირებული გზა სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა- მთიანეთის მხარეში შალვა კერესელიძემ და...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































