გორის საკრებულოში ელექტრონული მართვის სისტემა ინერგება

356

გორის საკრებულოში ელექტრონული მართვის სისტემა ინერგება. საპილოტე რეჟიმში უკვე ჩატარდა საკრებულოს ბიუროს სხდომა, რომლის შესახებაც აპარატს ინფორმაცია წინასწარ არ გაუვრცელებია.

საკრებულოს აპარატს დაგეგმილი სხდომის შესახებ ინფორმაცია არც მედიისთვის და არც საზოგადოებისთვის წინასწარ არ უცნობებია. ჩატარებული სხდომის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს ფეისბუქ გვერდზე, სხდომის ჩატარებიდან 2 დღის შემდეგ გამოქვეყნდა.

“26 ივნისს, 15:00 საათზე გაიმართა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა. ბიუროს სხდომა გაიმართა საკრებულო. ელექტრონული მართვის სისტემით, საპილოტე რეჟიმში. ბიუროს წევრებმა სპეციალურად შექმნილი პროგრამის საშუალებით ხმა”, – ვკითხულობთ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც ნათქვამია, რომ დეპუტატებმა 19 საკითხზე იმსჯელეს, რომელთა განხილვა კომისიის სხდომებზე გაგრძელდება.

26 ივნისს, 15:00 საათზე გაიმართა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა. ✔ ბიუროს სხდომა გაიმართა…

Posted by გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო on კვირა, 28 ივნისი, 2020