2021 წლიდან ყაზბეგში და იმერეთში წყალმომარაგება-წყალარინების 130 მილიონი ევროს პროექტები დაიწყება

469

გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის დაფინანსებით იგეგმება როგორც ყაზბეგში, ასევე სამტრედიაში, ვანში და ბაღდათში წყალგაყვანილობის და წყალარინების მოწესრიგება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურის მინიტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ცქიტიშვილის თქმით, 130 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის დაწყება, ოთხივე ლოკაციაზე, 2021 წლიდან იქნება შესაძლებელი.

„ჩატარებულია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, ამჟამად ბანკთან მიმდინარეობს სასესხო ხელშეკრულების გაფორმება. სატენდერო პროცედურის გამართვა შესაძლებელი იქნება ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.