პრემიერი საკონსტიტუციო ცვლილებებზე: იმის გაკეთება, რაზეც დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ელიტა 1990-იანი წლებიდან ოცნებობდა, მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო

305

წინა სტატია

პირველ რიგში, მინდა, თითოეულ პარლამენტარს მივულოცო ეს შედეგი. არ აქვს მნიშვნელობა, ყველას, ვინც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცა, ვინც შეძლო ქვეყნის ინტერესები პირად, ეგოისტურ ინტერესებზე მაღლა დაეყენებინა, – განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა, გიორგი გახარიამ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის მესამე მოსმენით მხარდაჭერის შეფასებისას.

„რაც შეეხება ამის პოლიტიკურ მნიშვნელობას, ეს ცვლილებები, რომელიც ჩვენ გვაახლოებს პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან, პირადად ჩემთვის, რამდენიმე სერიოზულ მიღწევას ნიშნავს. რა თქმა უნდა, ესაა შეუქცევადი პროცესი, რომელზეც დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ელიტა 1990-იანი წლებიდან ოცნებობდა, ვერავინ ეს ვერ გააკეთა და ეს შეძლო „ქართულმა ოცნებამ“. რაც არ უნდა რთული ყოფილიყო, სახელისუფლებო გუნდმა მოახდინა სრული მობილიზება და გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისთვის, საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაციისთვისა და ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების შეუქცევადობის გამო“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 117-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 120-მა დეპუტატმა. კენჭისყრაში „ნაციონალური მოძრაობა“ და ევროპული საქართველო“ არ მონაწილეობდა.