დაზიანებული გარეგანათება ბათუმის ცენტრალურ პარკში

651

ბათუმის ცენტრალურ პარკში გარეგანათება დაზიანებულია. ბათუმელები ჩაბნელებული პარკის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ და წერენ, რომ ღამის საათებში აქ გადაადგილება სახიფათოა. ფაქტის შესახებ იციან ბათუმის მერიაშიც. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

რატომ გამოდის მწყობრიდან  ლამპიონები ხშირად, კითხვაზე მუნიციპალური სერვისების სააგენტოში გვპასუხობენ, რომ დაზიანების დროს მისი შეკეთება ხდებოდა, თუმცა განათების ბოძები უკვე  მოძველდა, რის გამოც ახლით ჩანაცვლებას საჭიროებს, მის შეცვლაზე გამოცხადებული ტენდერი კი პანდემიის გამო შეწყდა. როდის ჩანაცვლდება განათების ბოძები – ჯერ-ჯერობით უცნობია.