ზუგდიდის მერია მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელიც ანაკლიაში, სოფლის ცენტრში მდებარეობს აუქციონის წესით გაყიდის. საკითხს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.
უძრავი ქონების საწყისი ფასი 1 300 000 ლარი იქნება და მყიდველმა ინვესტიციის სახით 1 500 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
ქონებას აუქციონზე უახლოეს მომავალში, პროცედურული საკითხების გავლის შემდეგ გაიტანენ.