დაბა ჟინვალში ათი კორპუსის ეზო მოასფალტდა

618

დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში ათი კორპუსის ეზო სრულად მოასფალტდა. როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სარეაბილიტაციო სამუშოები რეგიონული ფონდის და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

„ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, წლების განმავლობაში ტერიტორია გაუვალი იყო,შესაბამისად, ფეხით და ტრანსპორტით გადაადგილება თითქმის შეუძლებელი იყო. დაბა ჟინვალის დასახლება მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი დიდი ადმინისტრაციული ერთეულია, ახლად რეაბილიტირებული გზა სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა- მთიანეთის მხარეში შალვა კერესელიძემ და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა დაათვალიერეს. გუბერნატორი და მუნიციპალიტეტის მერი ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრნენ. სწორედ ადგილობრივებმა სთხოვეს მხარის რწმუნებულს გასულ წელს ღია შეხვედრების დროს შიდა გზების მოწესრიგება,“- ნათქვამია ინფორმაციაში.