კორონავირუსის პანდემიის პირობებში, გურია, რომელიც „მწვანე რეგიონის“ სტატუსს ინარჩუნებს ტურისტების მისაღებად ემზადება. ტურისტული სეზონის დასაწყებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს დაბა ბახმაროში, სადაც დამსვენებლების კომფორტული გარემოს შესაქმნელად ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
დაბაში ელექტრომომარაგების 0,4 კილოვოლტიანი ძაბვის ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გამრიცხველიანების სამუშაოების დასრულების შემდეგ 2 000 კომლს ექნება მუდმივი ელექტრომომარაგება. პროექტი რომლის ღირებულებაც 2 849 000 ლარს შეადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
მიმდინარე სამუშაოები...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ მაღალმთიან აჭარაში დასრულდა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შესწავლა. სულ დაზარალებულად ჩაითვალა 900-ზე მეტი ოჯახი, რისთვისაც ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა.
„გასულ კვირას სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და შესაბამისმა თვითმმართველობებმა მაღალმთიან აჭარაში ძლიერი სეტყვის შედეგად დაზარალებული ოჯახების აღწერა ძალიან ოპერატიულად მოახდინეს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 900-ზე მეტ ოჯახს, ფერმერს მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია და მათ აუნაზღაურდებათ ის...
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, იმერეთის რეგიონის 3 მუნიციპალიტეტში: ტყიბულში, ზესტაფონსა და თერჯოლაში 8 სოფლის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა.
გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, ორპირში, გელათში, მოწამეთაში, ტაბაკინში, ზედა კლდეთში, ქვედა კლდეთში, თრვინსა და გოგნში პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდა 117 334 გრძივი მეტრი გაზსადენი და 1538 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.
„ამჟამად მიმდინარეობს 6 მუნიციპალიტეტის 16 სოფლის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები, რაც 2230...
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ორშაბათიდან, 6 ივლისიდან მოიხსნება, – აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, ადგილზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით, 6 ივლისიდან დასაშვები ხდება ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც, ასევე ორშაბათიდან გაიხსნება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმების შედეგად, დადგენილ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებენ.
მთავრობის ადინისტრაციის ინფორმაციით,...
2020 წელს ხარაგაულში 7 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მერია ავრცელებს. კეთილმოეწყობა სოფელ წიფისა და ბორითის საჯარო სკოლების სველი წერტილები, ბორითის სკოლაში ასევე შშმ პირებისთვის ადაპტირბული გარემო შეიქმნება.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება ვარძიის, ვახანის, ლაშის, ბაზალეთისა და ვაშლევის საჯარო სკოლებს.
"საერთო ჯამში მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლების რეაბილიტაციისთვის 410 000 ლარი დაიხარჯება. გასულ წელს ამდენივე თანხით, ხარაგულში 8 საჯარო სკოლის...
სოფელ კირაჩ-მუღანლოში სასმელი წყლის გაყვანის სამუშაოები 2018 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2019 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ სამუშაოები, ჯერჯერობით, კვლავ არ დასრულებულა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
2020 წლის 21 თებერვალს რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, რომ სოფელ კირაჩ-მუღანლოში სასმელი წყლის გაყვენის სამუშაოები, სავარაუდოდ, მარტში დასრულდებოდა. მოსახლეობა კი სასმელ წყალს მას შემდეგ მიიღებდა, როდესაც სოფელი „მარნეულის სოფწყალის“...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ გედსამანიას საბავშვო ბაღი ექნება. ერთი წლის წინ სოფელში სკოლამდელი მზაობის ჯგუფი გაიხსნა, სადაც აღსაზრდელებს მხოლოდ 09:00-დან 13:00 სთ-მდე შეეძლოთ ყოფნა. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.
"ეს ყველაფერი არ იძლეოდა სრულყოფილი სკოლამდელი განათლების მიღების საშუალებას. შექმნილი საჭიროებიდან გამომდინარე, იქნა გადაწყვეტილება მიიღებული, რომ სოფელ გედსამანიის საჯარო სკოლის პირველ სართულზე გამოუყენებულ ფართს ჩაუტარდეს რეაბილიტაცია და მოეწყოს თანამედროვე სტანდარტებით,...
ქალაქ გურჯაანში თუმანიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას გუჯრაანის ტელევიზია ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 600 მეტრზე ასფალტის საფარის დაგება. მოსახლეობის ინფორმაციით, ეს გზა წლების განმავლობაში დაზიანებული იყო. ზაფხულში მტვერი, ზამთარში კი ტალახი აწუხებდათ. სამუშაოები ერთ თვეში დასრულდება.
პროექტის ღირებულება 203 000 ლარია.
თელავში მდებარე 1616 კვ.მ ფართობის ტერიტორია ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიწის სავარაუდო ფასი 100 000 ლარია. სააგენტოს ინფორმაციითვე, აღნიშნული ადგილი “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” კამპანიის ფარგლებში იყიდება.
,,წარმოდგენილია ქვეყნის მასშტაბით არსებული საინვესტიციოდ მიმზიდველი უძრავი ქონების ნუსხა. საპრივატიზებო ობიექტები გარდა სხვადასხვა მახასიათებლებისა, მოიცავს განვითარების სავარაუდო შესაძლებლობას. გამარტივებული საპრივატიზებო პროცედურების მეშვეობით ყველა დაინტერესებულ პირს...
მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები ქედაში დასკვნით ეტაპზეა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
პროგრამით გათვალისწინებული 25 ლოკაციიდან ამჟამად სამუშაოები ორ მონაკვეთზე მიმდინარეობს და რამდენიმე კვირაში დასრულდება.
როგორც მერიაში აცხადებენ, დამცავი კედლები და სანიაღვრე სისტემა გეოლოგების რეკომენდაციის მიხედვით გაკეთდა არა მხოლოდ საცხოვრებელ სახლებთან, საავტომობილო გზებზეც.
პროექტისთვის წელს 300 000 ლარამდე დაიხარჯა.
წინა სტატია
საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერთა სიაზე ამომრჩევლებს საკუთარი მისამართის მითითების ვალდებულება აღარ ექნებათ. კანონპროექტის მიხედვით, მხარდამჭერთა სიის ბლანკზე მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, აგრეთვე ბლანკის შევსების თარიღი და დადასტურებული უნდა იყოს ამ პირის ხელმოწერით. მისამართის მითითების ვალდებულება ამ შემთხვევაშიც უქმდება.
ცვლილებების მიხედვით, მხარდამჭერთა სიების ბლანკების წარმოდგენასთან...
"მაშინ, როცა პროპორციულს მხარი არ დავუჭირე, არ ვიცოდი რაზე იყო საუბარი,"- ამის შესახებ რადიო მოზაიკასთან გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე აცხადებს.
117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა, მათ შორის გორელი მაჟორიტარები ამჯერად აღარ აღმოჩნდნენ. რადიო "მოზაიკა" დაინტერესდა, რამ გამოიწვია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე თვეში პოზიციის ცვლილება. რაზეც გორის მაჟორიტარმა...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, სავარაუდოდ, ორშაბათიდან, 6 ივლისიდან დაშვებული იქნება ისეთი საქმიანობები, როგორიცაა, საგამოფენო საქმიანობა, ტრენინგები და კონფერენციები. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საქმიანობების განახლება შესაბამისი წესების დაცვით მოხდება.
ამასთან, ნათია თურნავას თქმით, საქმიანობის თვალსაზრისით შეზღუდვების მოხსნა ჯერჯერობით აუზებსა და ფიტნეს ცენტრებს არ ეხება.
„მინდა ვთქვა, რომ დღეს ვიმსჯელეთ გეგმაზომიერაად, კიდევ არის დარჩენილი ბიზნეს საქმიანობები, რომელზეც შეზღუდვები ვრცელდება და სხვადასხვა ბინზეს საქმიანობის...
“გიდები ქოლგებით”, "ჩვენ ვარსებობთ ტურიზმით!"- ამ დევიზით შეიკრიბნენ გიდები ქუთაისში. ტურისტული სეგმენტის წარმომადგენლები უნგრელი კოლეგების მიერ, ფეისბუკის საშუალებით, სპონტანურად, დაგეგმილ ფლეშმობს გამოეხმაურნენ, რითაც შეეცადნენ კოვიდ-19-ს გამო შეჩერებული მსოფლიო ტურიზმი აქციით სიმბოლურად გამოაცოცხლონ. ინფორმაციას ნეუპრესი ავრცელებს.
"ოქროს ჩარდახთან" გამართული ფლეშმობ-აქციის მიზანია, მიიქციონ სახელმწიფოს ყურადღება, ხელი შეუწყონ შიდატურიზმის გააქტიურებას და გიდის როლის მნიშვნელობა აჩვენონ ხალხს და ქვეყანას. მათი თქმით, ტურიზმი აბსტრაქტული სიტყვა...
იმერეთში ელექტრონული ბილიკები ეწყობა. ამ ეტაპზე სამუშაოები ბაღდათის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. DMO იმერეთის წარმომადგენლის, მარი დევიძის განცხადებით, უკვე დალაშქრულია ორი ახალი მარშრუტი. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.
"მიმდინარეობს ბაღდათის დამუშავება. უკვე დალაშქრულია ორი მარშრუტი. გულაშვანისა და ქვასაყდარას მიმართულებით არის უნიკალური ადგილები. მარშრუტები დატანილი იქნება აპლიკაციაზე "ვიკილოკი", რომლებსაც ტურისტები იყენებენ,"- ამბობს მარი დევიძე.
ელექტრონული ბილიკები მოეწყობა სხვა მუნიციპალიტეტებშიც.
რაც შეეხება სხვა ტურისტულ პროდუქტებს,...
ქუთაისში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სამზარეულოსა და სველი წერტილების მოწესრიგება იგეგმება. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
მერიამ პროექტირებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ღირებულებაც 27 ათასი ლარია.
როგორც ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე მირზა ხიდაშელი აცხადებს, სამუშაოები 32 საბავშვო ბაღში ჩატარდება. ბაღების ნაწილში იგეგმება ინკლუზიური საპირფარეშოების მოწყობაც, რაც ფინანსების მოძიებაზეა დამოკიდებული.
ინფორმაციისთვის ქუთაისში 37 ბაგა-ბაღი და 9000-მდე აღსაზრდელია
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































