მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები ქედაში დასკვნით ეტაპზეა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
პროგრამით გათვალისწინებული 25 ლოკაციიდან ამჟამად სამუშაოები ორ მონაკვეთზე მიმდინარეობს და რამდენიმე კვირაში დასრულდება.
როგორც მერიაში აცხადებენ, დამცავი კედლები და სანიაღვრე სისტემა გეოლოგების რეკომენდაციის მიხედვით გაკეთდა არა მხოლოდ საცხოვრებელ სახლებთან, საავტომობილო გზებზეც.
პროექტისთვის წელს 300 000 ლარამდე დაიხარჯა.