ქალაქ გურჯაანში თუმანიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას გუჯრაანის ტელევიზია ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 600 მეტრზე ასფალტის საფარის დაგება. მოსახლეობის ინფორმაციით, ეს გზა წლების განმავლობაში დაზიანებული იყო. ზაფხულში მტვერი, ზამთარში კი ტალახი აწუხებდათ. სამუშაოები ერთ თვეში დასრულდება.
პროექტის ღირებულება 203 000 ლარია.