თელავში მდებარე ტერიტორია ელექტრონულ აუქციონზე იყიდება

1085

თელავში მდებარე 1616 კვ.მ ფართობის ტერიტორია ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიწის სავარაუდო ფასი 100 000 ლარია. სააგენტოს ინფორმაციითვე, აღნიშნული ადგილი “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” კამპანიის ფარგლებში იყიდება.

,,წარმოდგენილია ქვეყნის მასშტაბით არსებული საინვესტიციოდ მიმზიდველი უძრავი ქონების ნუსხა. საპრივატიზებო ობიექტები გარდა სხვადასხვა მახასიათებლებისა, მოიცავს განვითარების სავარაუდო შესაძლებლობას. გამარტივებული საპრივატიზებო პროცედურების მეშვეობით ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონში”,– აცხადებენ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.

სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე განთავსებული საპრივატიზებო რუკის მიხედვით, თელავის მუნიციპალიტეტში სულ 4 ადგილის პრივატიზირება იგეგმება.

კახეთის რეგიონში საპრივატიზებო ნუსხაში ჯამში 19 ადგილი მოხვდა.