2020 წელს ხარაგაულში 7 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მერია ავრცელებს. კეთილმოეწყობა სოფელ წიფისა და ბორითის საჯარო სკოლების სველი წერტილები, ბორითის სკოლაში ასევე შშმ პირებისთვის ადაპტირბული გარემო შეიქმნება.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება ვარძიის, ვახანის, ლაშის, ბაზალეთისა და ვაშლევის საჯარო სკოლებს.
“საერთო ჯამში მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლების რეაბილიტაციისთვის 410 000 ლარი დაიხარჯება. გასულ წელს ამდენივე თანხით, ხარაგულში 8 საჯარო სკოლის შენობა კეთილმოეწყო,”-აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.