იმერეთში ელექტრონული ბილიკები ეწყობა ​

499

იმერეთში ელექტრონული ბილიკები ეწყობა. ამ ეტაპზე სამუშაოები ბაღდათის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. DMO იმერეთის წარმომადგენლის, მარი დევიძის განცხადებით, უკვე დალაშქრულია ორი ახალი მარშრუტი. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.

“მიმდინარეობს ბაღდათის დამუშავება. უკვე დალაშქრულია ორი მარშრუტი. გულაშვანისა და ქვასაყდარას მიმართულებით არის უნიკალური ადგილები. მარშრუტები დატანილი იქნება აპლიკაციაზე “ვიკილოკი”, რომლებსაც ტურისტები იყენებენ,”- ამბობს მარი დევიძე.

ელექტრონული ბილიკები მოეწყობა სხვა მუნიციპალიტეტებშიც.

რაც შეეხება სხვა ტურისტულ პროდუქტებს, DMO იმერეთის წარმომადგენელი აცხადებენ, რომ მათ წელს ქუთაისში ორი სასტუმრო დაემატა. ასევე, ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვან პროექტებად მიიჩნევენ ქუჩების რეაბილიტაციას, რაც მათი თქმით, ქალაქური ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, მნიშვნელოვან პროექტებად ასახელებენ ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაციასა და გელათის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას.