ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანიის „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ ფარგლებში ეკატერინე ტიკარაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასთან და ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან მარტვილში, სენაკსა და ხობში სასწრაფოს რაიონული შენობები გახსნა.
უწყების ცნობით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.
"მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად...
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აქტიურად მიდის მოლაპარაკებები აღჭურვილობის შესყიდვაზე, რომლითაც 400-მდე გარემონტებული ამბულატორია აღიჭურვება.
ამასთან, მინისტრმა ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით სასწავლო კურსებზეც გაამახვილა ყურადღება, რისთვისაც მისი თქმით, აქტიურად ემზადებიან.
„დაანონსებული გვაქვს პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესება. უკვე გარემონტებულია 400-მდე ამბულატორია. ამ ეტაპისთვის უკვე ძალიან აქტიურად გვაქვს მოლაპარაკებები იმ აღჭურვილობის შესყიდვაზე, რომელიც ამბულატორიებში განთავსდება, რომ სოფლის ექიმების სამუშაო გარემო გავაუმჯობესოთ, ავამაღლოთ მათი პროფესიონალიზმი. ასევე, აქტიურად ვემზადებით...
ზღვაში ჩამდინარე გაუფილტრავი წყლები, უსიამოვნო სუნი და არაესთეტიკური გარემო - ეს ყველაფერი კი მაშინ, როცა რეგიონში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გახსნილია. დამსვენებელთათვის მეტად დისკომფორტულია ისე გარემო, რასაც მათ აჭარა სთავაზობს. პრობლემა დისკომფორტულია ადგილობრივებისთვისაც. გამოწვევას, სახელმწიფო ვერ პასუხობს. ამის შესახებ სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
ბათუმშის სანაპირო ზოლში ჟილინის არხიდან ზღვაში ჩამდინარე წყალი დისკომფორტს ყველას ერთნაირად უქმნის: ტურისტებსაც და ადგილობრივებსაც. ზღვაზე გარუჯვის მოყვარულები ამბობენ,...
ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით, ქალაქში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩანაცვლება მოხდა - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან კავთიაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.
მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, დაზუსტდა რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის გათვალისწინებული ტრანსფერი და ტენდერებიდან დარჩენილი ეკონომიების გათვალისწინებით, 904,9 ათასი ლარით მისი შემცირება მოხდა.
რუსთავის შემოსასვლელის პროექტის განხორციელების ნაცვლად ჯავახიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მოხდება. ასევე, პირველი მუსიკალურის რეაბილიტაციის ნაცვლად, ფიროსმანის და მოდებაძის...
პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით (91 მომხრე, 5 წინააღმდეგი) დაამტკიცა. პროექტი საარჩევნო კამპანიასთან და არჩევნების ჩატარების პროცედურებთან დაკავშირებით მთელ რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს.
კანონპროექტის თანახმად, კენჭისყრის დღეს, სააგიტაციო მასალის განთავსება, საარჩენო უბნის გარდა, შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის რადიუსშიც აკრძალული ხდება. აკრძალული ხდება კენჭისყრის შენობაში ან ამ შენობიდან 25 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხებაც.
რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენციისთვის...
ქობულეთის მერმა, საკრებულოს, საქმიანობის ანგარიში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩააბარა. მირიან ქათამაძემ კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში გაწეული სამუშაოს ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. თუმცა, მუნიციპალიტეტის მერმა პასუხგაუცემელი დატოვა კითხვა იმ თანხების შესახებ, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადაში, მოსახლეობის დასახმარებლად დახარჯა.ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
მოსახლეობისთვის დარიგებული სასურსათო კალათები და საჭიროების მიხედვით გაცემული მედიკამენტები - ასე დაიწყო ქობულეთის მერმა დღეს, კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში გაწეული...
30 ივნიის ბათუმის საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც სულ 5 ძირითადი საკითხი განიხილეს. მათ შორის იყო „ბათუმი ცენტრალის“ მიერ წარდგენილი განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც საკრებულომ დაამტკიცა. ხმაური მოჰყვა ბულვარში, პარკსა და სკვერში მოტოციკლებითა და ელექტრომობილებით გადაადგილების საკითხს. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
„ბათუმი ცენტრალის“ მიერ წარდგენილი განაშენიანების რეგულირების გეგმა საკრებულომ დღეს დაამტკიცა. გადაწყვეტილება ისე იქნა მიღებული, მოქალაქეებს მერიისთვის შენიშვნებით არ მიუმართავთ....
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ინფორმაციით, ზუგდიდში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის ძირითადი ნაწილი დასრულდა.
„პროექტის ფარგლებში აშენდა სამი ახალი რეზერვუარი, მოეწყო 10 ჭაბურღილი და 220 კმ ახალი ქსელი. ამ დროისთვის ქალაქი სრულად ახალ ქსელზე უკვე გადაერთებულია. ასევე, დასრულების ეტაპზეა აბონენტების გამრიცხველიანება, რის შემდეგაც ქალაქი სრულად 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი“, - ამბობენ კომპანიაში.
ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა არ არსებობდა, მოსახლეობის 75% ინდივიდუალური ჭებით,...
ბათუმის ბულვარის ყოფილ და მოქმედ მოიჯარეებს, ფართები დამატებით ოთხი თვის ვადით პირდაპირი წესით გადაეცემათ.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის თავმჯდომარემ მოიჯარეებს პირადად გააცნო.
„პანდემიის ფონზე, სამწუხაროდ, სრულყოფილად ვერ ტარდება ტურისტული სეზონი, რამაც უამრავ ადამიანს შეუქმნა პრობლემა, მათ შორის მოიჯარეებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რომელიც ერთგვარი შეღავათი იქნება, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის, რომ ეს სეზონი მინიმალური...
საქართველოს რეგიონებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს, - ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
"ამჯერად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია დაასრულა, სადაც მოძველებული ინფრასტრუქტურისა და წყლის დებეტის სიმცირის გამო, მოსახლეობას წყალმომარაგების მხრივ პრობლემები ექმნებოდა. სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლის სისტემას, ასევე აღდგა 160 მლ პოლიეთინელის მილი და მოეწყო ახალი სადრენაჟო სისტემა. სამუშაოების შედეგად სოფელში...
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 165 626 პირი. მათგან 104 547 პირმა მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია. გადაირიცხა სულ 31 364 100 ლარი.
„რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 125 165 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 25 033 000 ლარს. თანხები ეტაპობრივად ირიცხება,”- აღნიშნავენ უწყებაში.
წინა სტატია
„ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი მანველიძე აცხადებს, რომ პარტიის ყოფილ წევრი თემურ კახიძე, რომელიც დღეს „ევროპულ საქართველოში“ გაწევრიანდა, პარტიის შიდა ინფორმაციებს ოპოზიციას აწვდიდა.
მისი განცხადებით, კახიძის პარტიიდან გარიცხვა დიდი ხნის გადაწყვეტილი იყო.
„კახიძის გარიცხვის გადაწყვეტილება დიდი ხანია მიღებულია, რამდენჯერმე იყო შემჩნეული, რომ შიდაპარტიული ინფორმაცია მან ოპოზიციას მიაწოდა, პრაქტიკულად იგი ბოლო პერიოდში გარიყული იყო მმართველი გუნდიდან, ეს არ არის...
წინა სტატია
აჭარის უმაღლესმა საბჭომ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები აჭარის კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც, უმაღლესი საბჭოს არჩევნების სისტემა იცვლება და მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა 6-დან 3-მდე მცირდება.
ცვლილებებს, რომლის განხილვასაც ოპოზიცია არ დაესწრო, 15-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
მმართველი გუნდის წევრებთან ერთად, ცვლილებებს ხმა მისცა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მერაბ ბლადაძემ.
უმაღლესი საბჭო აჭარის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს მეორე და მესამე მოსმენითაც განიხილავს, საბოლოოდ კი მას საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს.
ცვლილებების...
გორის მერიას ახალი ა(ა)იპ-ის შექმნა სურს. უწყებამ ნებართვის თხოვნით საკრებულოს უკვე მიმართა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
საუბარია ტრანსპორტის რეგულაციისთვის სპეციალურად ახალი ა(ა)იპ-ის დაფუძნებაზე, რომლისთვისაც როგორც გორის მერიამ რადიო "მოზაიკას" უთხრა, თანამშრომლებს კონკურსის წესით შეარჩევენ.
რა თანხას გაითვალისწინებს მერია და რამდენ თანამშრომელს დაასაქმებს წინასაარჩევნოდ, ახლადჩამოყალიბებულ ა(ა)იპ-ში ჯერჯერობით უცნობია.
მერიაში მხოლოდ იმაზე საუბრობენ, რომ ახალი ავტობუსების გადაცემისთვის გორში ავტოსადგომის არსებობა აუცილებელია.
ინფორმაციისთვის, კანონპროექტი, რომლითაც...
მედიაპროექტ "ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, ჭიათურის მერიამ ავარიულ კორპუსებთან 20 000 ლარის ტრენაჟორები დაამონტაჟა.
"2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის ივლისის ჩათვლით ჭიათურის მუნიციპალიტეტმა 18 ლოკაციაზე დაამონტაჟა სპორტული ტრენაჟორები. მათ შეძენა-განთავსებაში ჯამში 366,486 ლარი დაიხარჯა.
აღნიშნულ პერიოდში ტენდერი 4-ჯერ გამოცხადდა და ყველა ჯერზე შპს "ჯეო პარკმა" (ს/კ 205261429) უკონკურენტო გარემოში გაიმარჯვა.
ფანცულაიას ქუჩაზე არსებული კორპუსი, რომლის გვერდითაც პროექტი განხორცილდა, მოსახლეობისგან 2016 წელს დაიცალა. მიზეზი...
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პარლამენტს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების პროექტზე შენიშვნები წარუდგინა.
ორგანიზაცია დადებითად აფასებს კანონპროექტის შემუშავების პროცესს, ღია ფორმატს, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„მიუხედავად პოზიტიური ცვლილებებისა (პარტიების დაფინანსების ახალი მოდელი, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირების საარჩევნო აგიტაციაში ჩართვის შეზღუდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ამკრძალავი დამატებითი რეგულაციები და სხვ.), კვლავ რჩება საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც კრიტიკულად მნიშვნელოვანად მიგვაჩნია სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად:
ამომრჩევლის ნების გამოვლენის კონტროლი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































