გორის მერია საკრებულოს ახალი ა(ა)იპ-ის შექმნაზე ნებართვას სთხოვს

310

გორის მერიას ახალი ა(ა)იპ-ის შექმნა სურს. უწყებამ ნებართვის თხოვნით საკრებულოს უკვე მიმართა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

საუბარია ტრანსპორტის რეგულაციისთვის სპეციალურად ახალი ა(ა)იპ-ის დაფუძნებაზე, რომლისთვისაც როგორც გორის მერიამ რადიო “მოზაიკას” უთხრა, თანამშრომლებს კონკურსის წესით შეარჩევენ.

რა თანხას გაითვალისწინებს მერია და რამდენ თანამშრომელს დაასაქმებს წინასაარჩევნოდ, ახლადჩამოყალიბებულ ა(ა)იპ-ში ჯერჯერობით უცნობია.

მერიაში მხოლოდ იმაზე საუბრობენ, რომ ახალი ავტობუსების გადაცემისთვის გორში ავტოსადგომის არსებობა აუცილებელია.

ინფორმაციისთვის, კანონპროექტი, რომლითაც გორს მუნიციპალური ტრანსპორტის რეგულირების უფლება მიეცა, 19 ივნისს შევიდა ძალაში.