ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აქტიურად მიდის მოლაპარაკებები აღჭურვილობის შესყიდვაზე, რომლითაც 400-მდე გარემონტებული ამბულატორია აღიჭურვება.
ამასთან, მინისტრმა ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით სასწავლო კურსებზეც გაამახვილა ყურადღება, რისთვისაც მისი თქმით, აქტიურად ემზადებიან.
„დაანონსებული გვაქვს პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესება. უკვე გარემონტებულია 400-მდე ამბულატორია. ამ ეტაპისთვის უკვე ძალიან აქტიურად გვაქვს მოლაპარაკებები იმ აღჭურვილობის შესყიდვაზე, რომელიც ამბულატორიებში განთავსდება, რომ სოფლის ექიმების სამუშაო გარემო გავაუმჯობესოთ, ავამაღლოთ მათი პროფესიონალიზმი. ასევე, აქტიურად ვემზადებით კურსებისთვის, რითაც გავააქტიურებთ ექიმების უწყვეტ სამედიცინო განათლებას, მოქალაქეებს კი საშუალება მიეცემათ ნებისმიერ გეოგრაფიულ ერთეულში მიიღონ საჭირო სამედიცინო დახმარება,“ – აღნიშნა ტიკარაძემ.