მცხეთის სოფელი ქსოვრისი 24-საათიან წყალმომარაგებაზე გადავიდა

963

საქართველოს რეგიონებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს, – ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

“ამჯერად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია დაასრულა, სადაც მოძველებული ინფრასტრუქტურისა და წყლის დებეტის სიმცირის გამო, მოსახლეობას წყალმომარაგების მხრივ პრობლემები ექმნებოდა. სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლის სისტემას, ასევე აღდგა 160 მლ პოლიეთინელის მილი და მოეწყო ახალი სადრენაჟო სისტემა. სამუშაოების შედეგად სოფელში არსებული წყლის დებიტის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და ქსოვრისის მოსახლეობა, 24 საათიანი, ხარისხიანი, წყალმომარაგებით უკვე სარგებლობს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.