ბათუმის ბულვარის მოიჯარეებს ფართები დამატებით ოთხი თვის ვადით პირდაპირი წესით გადაეცემათ

440

ბათუმის ბულვარის ყოფილ და მოქმედ მოიჯარეებს, ფართები დამატებით ოთხი თვის ვადით პირდაპირი წესით გადაეცემათ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის თავმჯდომარემ მოიჯარეებს პირადად გააცნო.

„პანდემიის ფონზე, სამწუხაროდ, სრულყოფილად ვერ ტარდება ტურისტული სეზონი, რამაც უამრავ ადამიანს შეუქმნა პრობლემა, მათ შორის მოიჯარეებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რომელიც ერთგვარი შეღავათი იქნება, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის, რომ ეს სეზონი მინიმალური დანაკარგებით გაიარონ,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის შუამდგომლობით თვითმმართველობებმა უკვე იმსჯელეს და მიიღეს გადაწყვეტილება ბულვარის მოიჯარეებისთვის, პირდაპირი წესით, საშეღავათო პირობებით ხელშეკრულებების გაგრძელებაზე.