ფოთში ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილებმა ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. მათი განცხადებით, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება. მათივე თქმით, აღნიშნული ნივთიერების ტრანსპორტირება უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ხორციელდება. „აქ ვცხოვრობთ როგორც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები, ასევე ადგილობრივები. მოვიწამლეთ, გარეთ ვერ გამოვდივართ. გოგირდს ვჭამთ. ბავშვები ვერ გაგვყავს სასეირნოდ. ყოველ მეორე დღეს ხალხი საოპერაციოდ მიყავთ, ფილტვები არ გვივარგა, ბრონქები არ გვივარგა...
ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის 18 სოფელში 2020 წელს გაზიფიცირება დაიწყება. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მაგისტრალების გაყვანისთვის ტენდერები აგვისტო-სექტემბერში გამოცხადდება. როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, 2020 წელს გაზიფიცირება დაიწყება ახალციხის 6, ასპინძის 6 და ადიგენის ასევე 6 სოფელში. ახალციხე: ანდრიაწმინდა, ანდა, წყორძა, ურაველი, მუსხი და ხეოთი. ადიგენში: შოლავერი, ქვემო ენთელი, ბოლაჯური, პატარა სმადა, დიდი სმადა და ჩორჩანი. ასპინძაში: ოშორა, იდუმალა, საყუდაბელი, ძველი, ორგორა,...
video
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში კომბინირებული საკვების თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო გაიხსნა. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. საწარმო სახელმწიფო პროგრამის „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში აშენდა და ჯამში, 900,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, შეღავათიანი აგროკრედიტი 600 000 ლარს შეადგენს, 300 000 ლარი კი ბენეფიციარის ინვესტიციაა. საწარმოში თვეში 80-მდე ტონა კომბინირებული საკვების წარმოებაა შესაძლებელი. დასაქმებულია 25 ადამიანი. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ბრენდ „ტაოფუდის“ სახელით ხდება. ახლადგახსნილი საწარმო...
ბორჯომის საკრებულოში აცხადებენ, რომ „საგანგებო ბიუჯეტიდან“ 10 000 ლარი Covid-19–თან ბრძოლაში საჭირო ნივთების შესაძენად დაიხარჯა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. „კორონავირუსთან დაკავშირებით ვისაც ჭირდებოდა ყველას დავეხმარეთ, მაგალითად ვიღაცას არ ქონდა რესურსი პირბადეების შესაძენად, შევუძინეთ. ასევე დეზობარიერები, სადეზინფექციო საშუალებები და.ა.შ“, – ამბობს ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ოთარ არბოლიშვილი. „საგანგებო ბიუჯეტისთვის“ საკრებულომ თანხა – 152 000 ლარი, მიმდინარე წელს კულტურული ღონისძიებებისთვის განკუთვნილი...
ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერის (ფახრალო) მოსახლეობა სოფელში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელის გაწმენდასა და ნაგვის ურნების დადგმას ითხოვს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. მოსახლეობამ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ სტიქიური ნაგავსაყრელი სოფელში 90-იანი წლებიდან არსებობს. სოფელ ტალავერის მკვიდრი ფერგან ჰუსეინოვი აცხადებს, რომ სოფელში საკმარისი ნაგვის ურნები არაა. მისი თქმით, შესაბამის ორგანოებს რამდენჯერმე მიმართა, მაგრამ პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელი რჩება. „ყველას აქ ყრის ნაგავს და...
წინა სტატია ხარაგაულის მერის, ნიკო თოფურიძის, გადადგომასთან დაკავშირებულ განცხადების ცნობად მიღებას სამშაბათს, 14 ივლისს საკრებულოში ხმაური მოჰყვა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. საკრებულოს სხდომის ჩატარების წინააღმდეგი იყო საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი „შენების მოძრაობიდან“ მიხეილ ჭიპაშვილი. მან განაცხადა, რომ საკრებულო არ არის უფლებამოსილი, რიგგარეშე სხდომა ასეთი დაჩქარებული წესით ჩაატაროს. „ორი საათით ადრე მითხრეს, რომ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ტარდებოდა. როგორ მოვასწრო ორ საათში საკრებულოში მოსვლა...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 100-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა და 15 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით შექმნილ სპილენძისა და ალუმინის სადენების ახალ საწარმოში. საწარმო დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ოფიციალურად გახსნა. უწყების ცნობით, საწარმოში ინვესტიცია განახორციელა თურქულმა კომპანიამ Koç Kablo. მათივე განმარტებით, საწარმო აღჭურვილია მსოფლიოში არსებული უახლესი ტექნოლოგიით, რაც სრულად ავტომატიზებულ წარმოებასა და დაბალ საწარმოო ფასს...
სახელმწიფოს არ გააჩნია კლინიკების მიმართ დავალიანება, სახელმწიფო ანაზღაურებს კლინიკების მხრიდან შესრულებულ სამუშაოს, - ასე ეხმაურება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტების შეკითხვას, კლინიკების მიმართ არსებული დავალიანების შესახებ. მინისტრის ინფორმაციით, „დღეს ჩვენ ამ კუთხით უპრეცედენტოდ კარგი მდგომარეობა გვაქვს“. „დღეს ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ კარგი მდგომარეობა ამ თვალსაზრისით. წინა წლის ამ დროს, კლინიკებს ერიცხებოდათ დავალიანება, რომელიც ითვლიდა 7 და 8 თვეს. დღეს მათ უკვე ერიცხებათ მარტის სამუშაო....
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბექა ქორჩილავამ საკუთარ პარტიას 8 000 ლარი შესწირა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. დეპუტატმა თანხა მიმდინარე წლის 24 ივნისს გადარიცხა. აღსანიშნავია, რომ ეს ქორჩილავას პირველი შემოწირულობაა პარტიაში. ინფორმაციისთვის, ბოლო პერიოდში გორიდან "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 10 000 ლარი ბადრი ბასიშვილმაც შესწირა.
ქუთაისის კულტურული მემკვიდრეობის არეალში დაგეგმილ მშენებლობას "ნაციონალური მოძრაობა" აპროტესტებს. ამის შესახებ ნიუპრესი წერს. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის გიგა შუშანიას განცხადებით, ქალაქის ცენტრში მშენებლობაზე ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა, რაც სავარუდოდ, კორუფციის ნიშნებს შეიცავს. შუშანაის თქმით, ქალაქის ცენტრში მსგავსი მშენებლობა დაუშვებელია, რადგან ისტორიულ სივრცეს ამახინჯებს და საპარლამენტო ქალაქის ნაცვლად, ქუთაისი ფარდულების ქალაქად გადაიქცევა. "ქალაქის ცენტრში ფარდულის მშენებლობაზე ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა,...
ზუგდიდის მერიის ცნობით, ზუგდიდი - ანაკლიის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რუსთაველის ქუჩის მონაკვეთზე, კერძოდ, რუსთაველისა და მარჯვენა სანაპიროს ქუჩის კვეთიდან, რუსთაველისა და ქუჯის ქუჩის კვეთამდე, სამშენებლო სამუშაოების გამო, გზის სავალი ნაწილი სრულად ჩაიკეტება, 15 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კულტურის სფეროს დაფინანსება გაიზრდება. კალაძის თქმით, მერია არაერთხელ შეხვდა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს და მოისმინა მათი პრობლემები. „თბილისის მერიამ კულტურის სფეროში არსებული კრიზისის დასაძლევად, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გავმართეთ და მოვისმინეთ მათი პრობლემები, მათი წუხილი, შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ სფეროს წარმომადგენლებს ჰქონდეთ მხარდაჭერა და თანადგომა ჩვენი მხრიდან და ერთ-ერთი მიმართულება არის კულტრურის სფერო, სადაც ბიუჯეტი...
ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილებმა ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. მათი განცხადებით, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება. მათივე თქმით, აღნიშნული ნივთიერების ტრანსპორტირება უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ხორციელდება. „აქ ვცხოვრობთ როგორც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები, ასევე ადგილობრივები. მოვიწამლეთ, გარეთ ვერ გამოვდივართ. გოგირდს ვჭამთ. ბავშვები ვერ გაგვყავს სასეირნოდ. ყოველ მეორე დღეს ხალხი საოპერაციოდ მიყავთ, ფილტვები არ გვივარგა, ბრონქები არ გვივარგა...
მინდა, თბილისს და თბილისელებს ვუსურვო მეტი ასეთი სიმწვანე, მეტი ასეთი განახლებული და ახალი სიცოცხლით შევსებული სკვერი იმისთვის, რომ თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე და ცხოვრება იყოს კომფორტული , - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ კიკვიძის პარკის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, თბილისის მერია და მერი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თბილისში მეტი რეკრეაცია და სიმწვანე იყოს. „გულს უხარია, დღეს აქ, რასაც ვხედავთ....
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მმართველი პარტია ემზადება მაჟორიტარების და საარჩევნო სიის ფორმირებისთვის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „რაც შეეხება საარჩევნო კამპანიას, როგორც ყველა პოლიტიკური პარტია, მმართველი პარტიაც ემზადება ამისთვის. მიმდინარეობს მუშაობა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნებიან მაჟორიტარები, როგორი იქნება საარჩევნო სია და ამას უახლოეს მომავალში საზოგადოება ნახავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება ისე, რომ მოქალაქეებმა კერძო ავტომობილების ნაცვლად, საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭონ უპირატესობა. კალაძის თქმით, ამას გარკვეული დრო და თანხები სჭირდება, თუმცა, პროცესი უკვე დაწყებულია. „მნიშვნელოვანი გამოწვევა არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, მოწესრიგება ისე, რომ მოქალაქეებმა კერძო ავტომობილების ნაცვლად უპირატესობა მიანიჭონ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ამისთვის უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები, დავიწყეთ ახალი ავტობუსების შემოყვანა, ყვითელი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ