ტიკარაძე: სახელმწიფოს არ გააჩნია კლინიკების მიმართ დავალიანება, სახელმწიფო ანაზღაურებს კლინიკების მხრიდან შესრულებულ სამუშაოს

514

სახელმწიფოს არ გააჩნია კლინიკების მიმართ დავალიანება, სახელმწიფო ანაზღაურებს კლინიკების მხრიდან შესრულებულ სამუშაოს, – ასე ეხმაურება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტების შეკითხვას, კლინიკების მიმართ არსებული დავალიანების შესახებ.

მინისტრის ინფორმაციით, „დღეს ჩვენ ამ კუთხით უპრეცედენტოდ კარგი მდგომარეობა გვაქვს“.

„დღეს ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ კარგი მდგომარეობა ამ თვალსაზრისით. წინა წლის ამ დროს, კლინიკებს ერიცხებოდათ დავალიანება, რომელიც ითვლიდა 7 და 8 თვეს. დღეს მათ უკვე ერიცხებათ მარტის სამუშაო. ასევე არის შესაძლებლობა, მათ თვის ბოლომდე ჩაერიცხოთ აპრილის დავალიანება, რაც სახელმწიფოს მხრიდან კლინიკებისთვის წინმსწრებად დაფარული მათი სამუშაოს ანაზღაურება იქნება. ვთვლი, რომ საქართველოს მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია,“ – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.