კალაძე: მიმდინარეობს მუშაობა, ვინ იქნებიან მაჟორიტარები, როგორი იქნება საარჩევნო სია და უახლოეს მომავალში საზოგადოება ნახავს

553

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მმართველი პარტია ემზადება მაჟორიტარების და საარჩევნო სიის ფორმირებისთვის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაც შეეხება საარჩევნო კამპანიას, როგორც ყველა პოლიტიკური პარტია, მმართველი პარტიაც ემზადება ამისთვის. მიმდინარეობს მუშაობა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნებიან მაჟორიტარები, როგორი იქნება საარჩევნო სია და ამას უახლოეს მომავალში საზოგადოება ნახავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.