საპარლამენტოს ნაცვლად ფარდულების ქალაქი – ოპოზიცია ქუთაისის ცენტრში დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს

387

ქუთაისის კულტურული მემკვიდრეობის არეალში დაგეგმილ მშენებლობას “ნაციონალური მოძრაობა” აპროტესტებს. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის გიგა შუშანიას განცხადებით, ქალაქის ცენტრში მშენებლობაზე ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა, რაც სავარუდოდ, კორუფციის ნიშნებს შეიცავს.

შუშანაის თქმით, ქალაქის ცენტრში მსგავსი მშენებლობა დაუშვებელია, რადგან ისტორიულ სივრცეს ამახინჯებს და საპარლამენტო ქალაქის ნაცვლად, ქუთაისი ფარდულების ქალაქად გადაიქცევა.

“ქალაქის ცენტრში ფარდულის მშენებლობაზე ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა, რაც აჩენს ეჭვს, რომ არის კორუფციული გარიგება. კულტურულ სივრცეში მსგავსი მშენებლობა დაუშვებელია. ნაცვალად იმისა, რომ გუბერნია და სააგენტო გელათში არსებული პრობლემით დაინტერესდეს, მსგავს შენობაზე ნებართვას გასცემენ. საპარლამენტო ქალაქის ნაცვლად, ქუთაისი ფარდულების ქალაქად გადაიქცევა და ეს უნდა დავასრულოთ ოქტომბერში”, – განაცხადა გიგა შუშანიამ.