სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში კომბინირებული საკვების თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო გაიხსნა. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
საწარმო სახელმწიფო პროგრამის „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში აშენდა და ჯამში, 900,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, შეღავათიანი აგროკრედიტი 600 000 ლარს შეადგენს, 300 000 ლარი კი ბენეფიციარის ინვესტიციაა.
საწარმოში თვეში 80-მდე ტონა კომბინირებული საკვების წარმოებაა შესაძლებელი. დასაქმებულია 25 ადამიანი.
პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ბრენდ „ტაოფუდის“ სახელით ხდება. ახლადგახსნილი საწარმო სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა და კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა მოინახულეს.