გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ბექა ქორჩილავამ საკუთარ პარტიას 8 000 ლარი შესწირა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
დეპუტატმა თანხა მიმდინარე წლის 24 ივნისს გადარიცხა.
აღსანიშნავია, რომ ეს ქორჩილავას პირველი შემოწირულობაა პარტიაში.
ინფორმაციისთვის, ბოლო პერიოდში გორიდან “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 10 000 ლარი ბადრი ბასიშვილმაც შესწირა.