ბორჯომის საკრებულოში აცხადებენ, რომ „საგანგებო ბიუჯეტიდან“ 10 000 ლარი Covid-19–თან ბრძოლაში საჭირო ნივთების შესაძენად დაიხარჯა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„კორონავირუსთან დაკავშირებით ვისაც ჭირდებოდა ყველას დავეხმარეთ, მაგალითად ვიღაცას არ ქონდა რესურსი პირბადეების შესაძენად, შევუძინეთ. ასევე დეზობარიერები, სადეზინფექციო საშუალებები და.ა.შ“, – ამბობს ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ოთარ არბოლიშვილი.
„საგანგებო ბიუჯეტისთვის“ საკრებულომ თანხა – 152 000 ლარი, მიმდინარე წელს კულტურული ღონისძიებებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტიდან გამოყო.
„გამოყოფილი თანხიდან დახარჯულია დაახლოებით 10 000 ლარი. როგორც კი ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს მხრიდან გვექნება რეკომენდაციები, და საგანგებო ბიუჯეტი საჭირო აღარ იქნება, დარჩენილ თანხას ისევ გავანაწილებთ წლის განმავლობაში დაგეგმილ ღონისძიებებზე“,– განმარტა არბოლიშვილმა.