ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სასწავლო პროცესი სავარაუდოდ, შერეული სწავლების მოდელით განახლდება, რომელიც როგორც უშუალოდ სკოლაში სიარულს, ასევე ონლაინ სწავლებას მოიცავს. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება რეკომენდაციები, რომელიც სკოლებმა უნდა დაიცვან. "დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, იმის საფუძველი, რომ ჩვენ სწავლის დაწყებისთვის მოსალოდნელ რისკებზე ვიფიქროთ, არ არსებობს, თუმცა მომზადება მიდის იმისთვის, რომ სასკოლო გარემო იყოს მაქსიმალურად ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო. რეკომენდაციები დასრულდება...
სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის ქუჩაზე სკვერის მოწყობა სრულდება. პროექტის ღირებულება 186 490 ლარია. გამგეობის ცნობით, ახალი დასასვენებელი სივრცე ჭიჭინაძის N1-ში, მე-7 კორპუსის მიმდებარედ 1 100 კვ.მ ფართობზე განთავსდება. მათი ინფორმაციით, სკვერში საბავშვო მოედნები ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა, საქანელა და საბაღე სკამები განთავსდება. "ტერიტორია უკვე შემოიფარგლა დამცავი ღობით, მიმდინარეობს საფეხმავლო ბილიკების დეკორატიული ფილებით მოპირკეთება, გამოიყოფა გამწვანებული ზოლები და მოეწყობა გარე განათების...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბაღებთან დაკავშირებით, ისევე როგორც სკოლების შემთხვევაში, არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, სწავლის დაწყებისთვის მოსალოდნელ რისკზე ფიქრის საფუძველი არ არსებობს. "როცა ჩვენ ვსაუბრობთ საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნაზე, აქ ბაღებიც მოიაზრება. როცა დაიწყება სწავლა, ბაღებთან დაკავშირებითაც ზოგადი რეკომენდაციები არის იგივე. აქ რა თქმა უნდა, ონლაინ მექანიზმს ვერ გამოვიყენებთ, მაგრამ მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს იქ, სადაც იქნება ბაღი განთავსებული. ამდენად, აქაც...
დღეს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 59-ით იზრდება იმ დასახლებული პუნქტების რაოდენობა, რომელთაც მაღალმთიანის სტატუსი ექნებათ. კერძოდ, გორის, დუშეთის, თიანეთის, ასპინძისა და დმანისის მუნიციპალიტეტებს, ასევე, გომისმთას მაღალმთიანი სტატუსი მიენიჭებათ. აღსანიშნავია, რომ 59 დასახლებიდან, რომლებსაც მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭა, 19 გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელია. დასახლებების სია, რომლებსაც დამატებით მიენიჭათ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი:  
ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი ბათუმის მერის ლაშა კომახიძის გადადგომას ეხმაურება და განმარტავს, რატომ არ გადადგა ლაშა კომახიძე 15 ივლისს და გადადგა 16 ივლისს. მისი თქმით, თვითმმართველობის კოდექსიდან გამომდინარე ბათუმი წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში არჩეული მერის გარეშე იქნება. “დღეს ბათუმის მერი გადადგაო. გადადგა 16 ივლისს, 15 ივლისს რომ გადამდგარიყო უკვე ოქტომბერში ბათუმს ახალი არჩეული მერი ეყოლებოდა. ახლა კი, “თვითმმართველობის კოდექსის” თანახმად,...
EMC ეხმაურება რუსთავში არსებულ ეკოლოგიურ კრიზისს და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს დაუყოვნებლივ გაატაროს ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. განცხადებაში წერი, რომ “ჰაერის მტვრითა და სხვადასხვა საწარმოო ნარჩენით დაბინძურება რუსთავში წლებია მოუგვარებელი პრობლემაა, რომელიც ქალაქის მოსახლეობის ჯანმრთელობას აზიანებს. არსებულ მდგომარეობას აპროტესტებს აქტივისტური ჯგუფი. შაბათს, 19:00-ზე, რუსთავის მერიასთან საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნით გაიმართება აქციაც. ინიცირებულ კანონპროექტს რუსთავსა და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გარემოს დაბინძურების კუთხით არსებული პრაქტიკა და...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ღასან ხალილს შეხვდა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ ღასან ხალილს განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ფონდის მნიშვნელობას ბავშვების ზრდისა და განვითარების უზრუნველყოფის პროცესში. „გაეროს ბავშვთა ფონდი ე.წ. „ოცნების ქალაქის“ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩაერთვება, რომელიც მოქალაქეების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით კრიტერიუმებს განიხილავს. შეხვედრაზე Unicef-ის მხარდაჭერით განხორციელებული და მიმდინარე...
კორონავირუსის პანდემიის გამო, ახალციხის ციხე წლის დასაწყისში დაგეგმილი შემოსავლების გარეშე დარჩა, რის გამოც შესაძლოა მერიიდან სუბსიდიის გამოყოფა დასჭირდეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ახალციხის ციხემ პანდემიის პერიოდში დაახლოებით ორთვენახევრიანი შესვენების შემდეგ მუშაობა, 15 ივნისს, განაახლა. თუმცა მისი მონახულება ვიზიტორებისათვის უფასო გახდა. 15 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში, ერთი თვის განმავლობაში ციხეს 69 უცხოელი ესტუმრა. ციხის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი მხოლოდ საზღვრების გახსნის...
წინა სტატია მრავალწლიანმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო, - ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით კირკიტაძე მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რუსთავში მცხოვრებ 250 ოჯახს საცხოვრებელი სახლები საკუთრებაში გადაეცემა. დავით კირკიტაძის განცხადებით, არ შეწყდება ბრძოლა იმისთვის რომ ადგილობრივებს ძალიან მალე გადაეცეთ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. „ეს არის ჩვენი ბრძოლის შედეგი. მინდა მივულოცო იმ ოჯახებს, რომლებსაც სახლები გადაეცემათ და ექნებათ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. შექმნიან...
წინა სტატია შემდეგი სტატია მარნეულის მერიისა და კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა შეიკრიბა. როგორც ისინი ამბობენ, ადგილზე ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის გამო შეიკრიბნენ. კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან ასევე სასულიერო პირები, მათ შორისაა ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი), რომელმაც მარნეულის მერს, ზაურ დარგალს ძეგლის ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟი მოსთხოვა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. რადიო მარნეულის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხის განხილვა 24...
ბორჯომის ისტორიული პარკის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ ბრძანება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გამოსცა. „მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ბორჯომის ისტორიულ პარკს – ა) მინერალური წყაროები; ბ) გოგირდწყალბადიანი მინერალური თერმული წყარო; გ) ხიდები; დ) მინერალური წყლების ჩამოსასხმელი ქარხანა; ე) ჰიდროელექტროსადგური. დაევალოს სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში...
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების ხევაშენი-ნაქურდევისა და არალი–წარბასთუმნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხევაშენი-ნაქურდევის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყობა 3.5 კილომეტრზე მეტი ასფალტ-ბეტონის გზა სანიაღვრე არხებით, მილ-ხიდებით, ცხაურებით, ეზოში შესასვლელებითა და გვერდულებით. პროექტის ჯამური ღირებულება 1 079 000 ლარია. არლისა და წარბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, 3 კილომეტრიანი ბეტონის გზა მოეწყობა, სანიაღვრე არხებითა და მილ–ხიდებით. პროექტის ჯამური ღირებულება 249 999 ლარია. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები...
სახალხო დამცველის შეფასებით, მუნიციპალიტეტებში ჩატარებული მონიტორინგისა და არსებული მარეგულირებელი აქტების გაანალიზების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ აუცილებელია გაიზარდოს სოფლად პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ეფექტურობა. როგორც ნინო ლომჯარიამ მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის თაობაზე სპეციალური ანგარიშის წარდგენისას ჟურნალისტებს განუცხადა, მონიტორინგის შედეგად რიგი პრობლემები გამოვლინდა. "ჩვენ განვახორციელეთ "სოფლის ექიმის" სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგი. ამ მიზნით მოვინახულეთ 70-მდე სოფლის ამბულატორია და შევამოწმეთ პირველადი ჯანდაცვის სერვისების საქმიანობის ეფექტურობა. რა თქმა უნდა,...
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ყველა პროექტი, რომელთა დასრულება 2020 წლის ბოლოს იგეგმებოდა, 2020 წელსვე დასრულდება და მომავალ წელში მხოლოდ გარდამავალი პროექტები გადავა. მისივე განცხადებით, პანდემიამ სამუშაოების დასრულების ვადა მაქსიმუმ ორი თვით გაახანგრძლივა. "კომპანიების, რომლებსაც გარდამავალი პროექტები არ ჰქონდათ, ძირითადი ნაწილი სამუშაოებს სექტემბერსა და ოქტომბერში ამთავრებდა. თავისთავად, სექტემბრის ნაცვლად დამთავრდება ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბერში. არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც წელს...
ქუთაისის საკრებულოს წევრმა „ევროპული საქართველოდან“  მერაბ მეშველიანმა საკრებულო დატოვა. ამის შესახებ ნიუპრესი წერს. "ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი  დავით გოგისვანიძე განმარტავს, რომ   გადაწყვეტილება  თვითმმართველობის არჩევნების დროს პარტიის მიერ შემოღებულ როტაციის  წესს უკავშირდება. "ევროპულ საკრებულოს" გვქონდა შიდა წესი, რომელსაც კველა წევრმა მოაწერა ხელი. ამ წესის თანახმად, მერაბ მეშველიან როტაცია უწევდა. მისი შემცვლელი კოტე რატიანი გახდება"- განაცხადა გოგისვანიძემ. მისი თქმით, მერაბ  მეშველიანი კვლავ „ევროპული...
ქუთაისის მერიამ ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის შესამუშავებლად კონკურსი გამოაცხადა. პროექტის ღირებულება 508 475 ლარია. გეგმა 220 დღეში უნდა დამზადდეს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. ქუთაისის მერია რამდენიმე წელია გენერალური გეგმის შემუშავებაზე მუშაობს. გეგმა, რომელმაც ქალაქი ქაოსური მშენებლობებისგან უნდა დაიცვას, ვერც ერთი ხელისუფლების პირობებში ვერ მომზადდა. ბოლოს, გენგეგმის მომზადებისთვის საჭირო სახსრების მოძიებაზე ქუთაისის მერიაში 2017 წელს საუბრობდნენ, თუმცა, პროექტი ვერც მაშინ განხორცილედა. ქალაქი 30...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ