ქუთაისის მერია გენერალურ გეგმაზე 508 475 ლარს დახარჯავს

382
ქუთაისის მერიამ ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის შესამუშავებლად კონკურსი გამოაცხადა. პროექტის ღირებულება 508 475 ლარია. გეგმა 220 დღეში უნდა დამზადდეს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

ქუთაისის მერია რამდენიმე წელია გენერალური გეგმის შემუშავებაზე მუშაობს.

გეგმა, რომელმაც ქალაქი ქაოსური მშენებლობებისგან უნდა დაიცვას, ვერც ერთი ხელისუფლების პირობებში ვერ მომზადდა. ბოლოს, გენგეგმის მომზადებისთვის საჭირო სახსრების მოძიებაზე ქუთაისის მერიაში 2017 წელს საუბრობდნენ, თუმცა, პროექტი ვერც მაშინ განხორცილედა.

ქალაქი 30 წელზე მეტია გენერალური გეგმის გარეშეა.