ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების ხევაშენი-ნაქურდევისა და არალი–წარბასთუმნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ხევაშენი-ნაქურდევის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყობა 3.5 კილომეტრზე მეტი ასფალტ-ბეტონის გზა სანიაღვრე არხებით, მილ-ხიდებით, ცხაურებით, ეზოში შესასვლელებითა და გვერდულებით. პროექტის ჯამური ღირებულება 1 079 000 ლარია.
არლისა და წარბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, 3 კილომეტრიანი ბეტონის გზა მოეწყობა, სანიაღვრე არხებითა და მილ–ხიდებით.
პროექტის ჯამური ღირებულება 249 999 ლარია.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.