ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბაღებთან დაკავშირებით, ისევე როგორც სკოლების შემთხვევაში, არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, სწავლის დაწყებისთვის მოსალოდნელ რისკზე ფიქრის საფუძველი არ არსებობს.
“როცა ჩვენ ვსაუბრობთ საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნაზე, აქ ბაღებიც მოიაზრება. როცა დაიწყება სწავლა, ბაღებთან დაკავშირებითაც ზოგადი რეკომენდაციები არის იგივე. აქ რა თქმა უნდა, ონლაინ მექანიზმს ვერ გამოვიყენებთ, მაგრამ მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს იქ, სადაც იქნება ბაღი განთავსებული. ამდენად, აქაც არის ის მექანიზმები, რაც ვიცით რომ მუშაობს, ანუ ინფექციის კონტროლის ზოგადი წესები,”- განაცხადა გაბუნიამ.