Unicef-ი „ოცნების ქალაქის“ კომისიის მუშაობასა და კრიტერიუმების შემუშავებაში მიიღებს მონაწილეობას

381

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ღასან ხალილს შეხვდა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ ღასან ხალილს განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ფონდის მნიშვნელობას ბავშვების ზრდისა და განვითარების უზრუნველყოფის პროცესში.

„გაეროს ბავშვთა ფონდი ე.წ. „ოცნების ქალაქის“ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩაერთვება, რომელიც მოქალაქეების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით კრიტერიუმებს განიხილავს.

შეხვედრაზე Unicef-ის მხარდაჭერით განხორციელებული და მიმდინარე პროგრამები განიხილეს, რომელის შედეგადაც აჭარა თანამედროვე ჯანდაცვის სერვისებით ისარგებლებს.

დღესვე ღასან ხალილი კლინიკა „მედინას“ ეწვია, სადაც ორსულთათვის დისტანციური ანტენატალური ზრუნვის პროგრამის პრეზენტაცია გამართა, რომელიც აჭარაში დღეიდან დაიწყება“, – აღნიშნულია აჭარის მთავრობის გავრცელებულ ინფორმაციაში.