შემოდგომაზე, ვაზისუბანში, აშოტ კურაპალატის ქუჩაზე, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება. თბილისის მერიის ცნობით, 9 ჯგუფიანი ბაღის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება და ის 250-მდე აღსაზრდელს მიიღებს. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის და გათვალისწინებული იქნება ბავშვთა უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ ისნის გამგებელ კახა ლაბუჩიძესა და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, საპროექტო ტერიტორია დაათვალიერა და მათ პროექტის დეტალები...
ონში ისრაელის სახლის დელეგაცია მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს დავით ჩიკვაიძესა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით, ისრაელის სახლმა მერის მოვალეობის შემსრულებელს წარუდგინა ლაილაში-ონი-უწერის მარშრუტი, რომელიც ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტის ნაწილი გახდება. “ისრაელის სახლმა წარმოადგინა მონუმენტის პროექტი, რომელიც მიეძღვნება ჰოლოკოსტის მსხვერპლთ და ბატონი სერგი მეტრევლის ხსოვნას, რომელმაც რუსეთის ქალაქ კისლოვოდსკიდან ნაცისტური რეჟიმის...
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში, 16 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგად, 140-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა. ზარალის დათვლა კვლავ გრძელდება, პარალელურად კი მიმდინარეობს პროექტირება. თელავის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, უკვე დაიწყო გადაუდებელი აუცილებლობის მქონე სახლების გადახურვა და დაზიანებული შენობების რეაბილიტაცია. მიმდინარე სარემონტო სამუშაოები თელავის მუნიციპალიტეტის მერმა – შოთა ნარეკლიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ – დავით ბეგიაშვილმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის მოსახლეობა ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას აპროტესტებს. სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან ხალხმრავლობაა. მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ მოატყუა. ნაგებობა, რომელიც, სოფლის საძოვრებზე უნდა აშენდეს, ადგილობრივები ამბობენ, რომ მათთვის პრობლემას წარმოადგენს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. „გადაიტანონ სადმე სხვა ადგილზე, ბევრი ცარიელი მიწებია. მდინარე ალგეთი რომ ადიდდება, ჩვენს სოფელში ამოდის პირდაპირ. მარტო კანალიზაციის სისტემისთვის მთელი სოფელი...
დედოფლისწყაროში საზოგადოებრივი ცენტრი შენდება. ინფორმაციას დედოფლისწყაროს მერია ავრცელებს. ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდეგ დედოფლისწყაროელებს სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებით ერთ სივრცეში სარგებლობის საშუალება ექნება. ასევე მოქალაქეები ადგილზე მიიღებენ „ლიბერთი ბანკისა“ და „მაგთიკომის“ მომსახურებას. ცენტრში იმუშავებს ბიბლიოთეკა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი. ქალაქ დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ცენტრი შირაქის ქუჩის N1 შესახვევში შენდება და ის უახლოეს მომავალში დასრულდება, პროექტის საერთო ღირებულება 800 000 ლარს შეადგენს.
თერჯოლის სოფელ ჩხარში არასრული საშუალო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. მცირეკონტიგენტიანი – 60 ბავშვზე გათვლილი არასრული საშუალო სკოლის მშენებლობას, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი 1 092 500 ლარით შპს “ჯავა” ახორციელებს. მუნიციპალიტეტში მუნიციპალური განვითარების ფონდიდან კიდევ ერთი – ზედა საზანოს საჯარო სკოლის მეორე კორპუსი შენდება, რაზეც 1 124 000 ლარი დაიხარჯება. ორივე სკოლა მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში არსებული 24 საჯარო სკოლიდან...
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 21 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით, სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები 218 791 თვითდასაქმებული. მათგან 300 ლარიანი კომპენსაცია121 520-მა  მიიღო. სულ გადაირიცხა 36 456 000 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 225 756 პირს. გადარიცხული თანხა ჯამში შეადგენს 45 151 200 ლარს, აქედან მაისის კომპენსაცია – 14...
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე აცხადებს, რომ შოთა რუსთაველის ძეგლი რესტავრაციის პროცესშია და დასრულების შემდეგ მას ყვითელი კი არა, მუქი ბრინჯაოსფერი ექნება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. „დაზიანებული იყო და საჭიროებდა აღდგენას. სამუშაოების შესასრულებლად მოვიწვიეთ პროფესიონალი მოქანდაკე პაატა გიგაური. ძეგლი გაიწმინდა ქვიშა–ჭავლური მეთოდით, მოიხსნა საღებავის ფენები. შეივსო ძეგლზე არსებული ბზარები და დაიდო მაღალი ხარისხის „ვერნილაკის გრუნტი“. იგი შეიღება ოქროსფრი სპეციალური...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ აღმამედლოს და სოფელ შაუმიანის N3 საჯარო სკოლაში საპირფარეშოების მოწყობისათვის ორი ტენდერი, 21 ივლისს, გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.  ადგილობრივ თვითმმართველობას ამავე სკოლებში საპირფარეშოს მოწყობის გაერთიანებული ტენდერი 30 ივნისსაც ჰქონდა გამოცხადებული. მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს „საერთაშორისო ბიზნეს აკადემიამ“ მიიღო, რომელმაც მერიას სამუშაოების შესრულება 69 500 ლარად შესთავაზა. „სატენდერო კომისიამ დაადგინა, რომ შპს „საერთაშორისო ბიზნეს აკადემია“-ს...
„საქართველოს მწვანეთა პარტია“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. „საქართველოს მწვანეთა პარტია“ არჩევნებში მონაწილეობისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკო) რეგისტრაციაში გაატარა. არჩევნებში მონაწილეობის ფორმისა და საარჩევნო სიის შემადგენლობის შესახებ პარტია განაცხდებას უახლოეს პერიოდში გაავრცელებს.
წინა სტატია ანტონ ობოლაშვილმა, რომელიც „ოცნების“ რიგებიდან ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებს, სოციალურ ქსელში პირველი განცხადება გაავრცელა. მან პარტიის ლიდერს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რეგიონის ინტერესებს მაქსიმალურად დაიცავს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. „მინდა, მადლობა გადავუხადო პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მთელს გუნდს ნდობისათვის. ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, ვიყო ახალციხის,...
რუსთავის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრს 3 ახალი ავტომობილი გადასცეს. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს. ახალი ავტომობილი ქალაქს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლების ფარგლებში გადმოსცეს. ახალი ავტომობილების პრეზენტაცია თბილისში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, თბილისის მერ კახა კალაძესთან და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად გამართეს. ავტოპარკის განახლების ფარგლებში...
წინა სტატია ადიგენში, დერცელსა და კიკიბოში არსებულ სადავო მიწის ნაკვეთებზე მართლმადიდებლურმა მხარემ თიბვა დაიწყო. ადგილობრივი მუსლიმები კი, რომლებიც ასევე მიიჩნევენ, რომ ტერიტორია მათ ეკუთვნით, ამ ფაქტს აპროტესტებენ. სადავო მიწის ნაკვეთების საქმეზე სააპელაციო სასამართლოში პირველი სხდომა უკვე გაიმართა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. თბილისის სააპელაციო სასამართლოში დერცელი-კიკიბოს სადავო მიწის ნაკვეთების საქმის განხილვა დაიწყო. საქმე ეხება ამ სოფლებში არსებულ 7 ჰექტარ მიწის ნაკვეთს,...
ზაფხულის დადგომასთან ერთად მარნეულის სოფლებში სარწყავი წყლის პრობლემა იჩენს თავს. პრობლემები ძირითადად იმ სოფლებშია, რომლებიც სარწყავი არხებიდან მოშორებით მდებარეობს. ერთ-ერთი ასეთი სოფელი პირველი ქესალოა. აქ მოსახლეობას სარწყავი წყლის პრობლემა წლებია აწუხებს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. მოსახლეობის თქმით, თავიანთი ხარჯებით, მდინარე მტკვარში წყალსაქაჩი ტუმბოები განათავსეს და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს მათი დახმარებით რწყავენ, მაგრამ ტუმბოების მუშაობა მათ ძვირი უჯდებათ. პირველი ქესალოელები ამბობენ, რომ...
წინა სტატია ქუთაისის მერს ახალი მოადგილე ჰყავს. ირაკლი ქარქაშაძემ მერის მოადგილის პოზიცია ნინო თვალთვაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ დაიკავა. ამის შესახებ ნიუპრესი წერს. მერის ახლადდანიშნული მოადგილეს ამ დრომდე საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატაში საავიაციო კომიტეტის მდივნის თანამდებობა ეკავა. იყო ავიაკომპანია "ავიატორი +" ის ადმინისტრაციული მენეჯერი. 2014-2016 წლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში მუშაობდა. ქუთაისის მერის მოადგილის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ნინო თვალთვაძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე ორი...
კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, მთავრობას დაწყებული აქვს მუშაობა თუშეთში საბაგიროს მშენებლობის პროექტზე. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. მისივე თქმით, პროექტის კონტურები უკვე არსებობს და პერსპექტივაში ეს პროექტი რეალიზებული გახდება. ,,ყველაზე მთავარი სიმდიდრე რაც თუშეთს გააჩნია ეს არის განუმეორებელი ბუნება. ასევე საცხენოსნო და საფეხმავლო ტურები, სათავგადასავლო და გასტროტურები. ეს ის მცირედი ჩამონათვალია, რასაც თუშეთში ჩასულ ტურისტებს სთავაზობს ეს უნიკალური კუთხე,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ