თელავის სოფელ კონდოლში დაზიანებული შენობების რეაბილიტაცია დაიწყო

1063

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში, 16 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგად, 140-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა. ზარალის დათვლა კვლავ გრძელდება, პარალელურად კი მიმდინარეობს პროექტირება.

თელავის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, უკვე დაიწყო გადაუდებელი აუცილებლობის მქონე სახლების გადახურვა და დაზიანებული შენობების რეაბილიტაცია.

მიმდინარე სარემონტო სამუშაოები თელავის მუნიციპალიტეტის მერმა – შოთა ნარეკლიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ – დავით ბეგიაშვილმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ – გივი მეტრეველმა დაათვალიერეს.