ქუთაისის მერის მოადგილედ ირაკლი ქარქაშაძე დაინიშნა

1267
ქუთაისის მერს ახალი მოადგილე ჰყავს. ირაკლი ქარქაშაძემ მერის მოადგილის პოზიცია ნინო თვალთვაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ დაიკავა. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.

მერის ახლადდანიშნული მოადგილეს ამ დრომდე საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატაში საავიაციო კომიტეტის მდივნის თანამდებობა ეკავა. იყო ავიაკომპანია “ავიატორი +” ის ადმინისტრაციული მენეჯერი.

2014-2016 წლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში მუშაობდა.

ქუთაისის მერის მოადგილის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ნინო თვალთვაძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე ორი კვირის წინ თანამდებობა დატოვა.

ქუთაისის მერიაში საკადრო ცვლილებები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო, როცა გიორგი ჭიღვარიამ  მერის პოსტი დატოვა. მოგვიანებით კი, ასევე, საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობები დატოვეს მერიის ადმისტრაციული, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსებმაც.