დედოფლისწყაროს მალე ახალი საზოგადოებრივი ცენტრი ექნება

472

დედოფლისწყაროში საზოგადოებრივი ცენტრი შენდება. ინფორმაციას დედოფლისწყაროს მერია ავრცელებს.

ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდეგ დედოფლისწყაროელებს სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებით ერთ სივრცეში სარგებლობის საშუალება ექნება.

ასევე მოქალაქეები ადგილზე მიიღებენ „ლიბერთი ბანკისა“ და „მაგთიკომის“ მომსახურებას. ცენტრში იმუშავებს ბიბლიოთეკა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი.

ქალაქ დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ცენტრი შირაქის ქუჩის N1 შესახვევში შენდება და ის უახლოეს მომავალში დასრულდება, პროექტის საერთო ღირებულება 800 000 ლარს შეადგენს.