მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის მოსახლეობა ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას აპროტესტებს. სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან ხალხმრავლობაა. მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ მოატყუა. ნაგებობა, რომელიც, სოფლის საძოვრებზე უნდა აშენდეს, ადგილობრივები ამბობენ, რომ მათთვის პრობლემას წარმოადგენს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
„გადაიტანონ სადმე სხვა ადგილზე, ბევრი ცარიელი მიწებია. მდინარე ალგეთი რომ ადიდდება, ჩვენს სოფელში ამოდის პირდაპირ. მარტო კანალიზაციის სისტემისთვის მთელი სოფელი წყალში დავტოვოთ? გამგეობამ ხელმოწერები შეააგროვებინა ჩვენი სოფლის მოსახლეობას გზას გაგკეთებთო, მოგვატყუეს. თუ მოგვატყუებენ მაგნაირი საქმე არაფერი გვინდა,“ – თქვა ჰასან იბადოვმა.
საბირქენდის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა დღეს „ევროპული საქართველოს“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ახმედ იმამყულიევიც. როგორც მან ჩვენთან საუბარში თქვა, ადგილობრვების პრობელემას უკვე გაეცნო.
„მე ვზიარებ მოსახლეობის აზრს და ვეთანხმები იმაში, რომ მათ სახლებთან ახლოს არ შეიძლება ასეთი დიდი ნაგებობის მშენებლობა, რადგა იქ იქნება სუნი, იქ იქნება საშიშროება წვიმის დროს. გვერდზე ალგეთის მდინარე ჩამოედინება. გვახსოვს, რომ რამდენიმე წლის წინ როცა ეს მდინარე ადიდდა წაიღო სოფლის ნახევარი. ვთვლით, რომ ამ საკითხში პასუხისმგებელია ჩვენი არჩეული მერი, რომელმაც მოსახლეობას აზრიც კი არ ჰკითხა უნდათ თუ არა მისი მშენებლობა“, – ამბობს იმამყულიევი.
საპროტესტო აქციაზე სიტუაციაში გასარკვევად მოვიდა დღეს მარნეულის მერის მოადგილე ზაურ ტაბატაძე და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელი ლერი ფანგანი. როგორც ტაბატაძემ განაცხადა, რომ მოსახლეობას მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით ინფრმაცია წინ ჰქონდა, თუმცა პროტესტი ამ დრომდე არ გამოუთქვამთ.
„მოსახლეობას ვუთხარით, რომ მერიაში შემოიტანონ განცხადება. სწორედ ამის საფუძველზე შეძლებისდაგვარად ვიშუამდგომლებთ ორგანიზაციასთან ვნც არის დამკვეთი პროექტის კორექტირების შესახებ თუ რამდენად იქნება ამის შესაძლებლობა. ამ პროექტის მომზადება სამი წლის განავლობაში მიმდინარეობდა, მოსახლეობა საქმის კურსში იყო, ბანერიც გაკრულია, თუმცა აქამდე არ ყოფილა არანაირი მწვავე განცხადება მათ მიერ“, – აცხადებს ტაბატაძე.
საბირქენდს მოსახლეობამ განცხადება მერიის სახელზე უკვე დაწერა და ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს. ახლო მომავალში გახდება ცნობილი აშენდება თუ არა სოფელში ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგბობა. საბირქენდში ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ახორციელებს