თერჯოლის სოფელ ჩხარში არასრული საშუალო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. მცირეკონტიგენტიანი – 60 ბავშვზე გათვლილი არასრული საშუალო სკოლის მშენებლობას, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი 1 092 500 ლარით შპს “ჯავა” ახორციელებს.
მუნიციპალიტეტში მუნიციპალური განვითარების ფონდიდან კიდევ ერთი – ზედა საზანოს საჯარო სკოლის მეორე კორპუსი შენდება, რაზეც 1 124 000 ლარი დაიხარჯება. ორივე სკოლა მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში არსებული 24 საჯარო სკოლიდან 3 ახალი შენდება, 14-ს კი რეაბილიტაცია უტარდება.