თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი შარკოვის განცხადებით, მეტროპოლიტენი მუშაობის სრულ რეჟიმზე სავარაუდოდ სექტემბერში გადავა. ამის შესახებ მან BM.GE-ს განუცხადა. „რაც შეეხება 11 საათამდე მეტროს მუშაობას. ამაზე ძალიან ბევრი საუბარი მიდის. მიმდინარეობს ჩვენი განიავების სისტემის გამოცვლა და ელექტრო კაბელების სრულად გამოცვლა. იმედი გვაქვს, რომ პროცესი სეტემბრისთვის დამთავრდება და მეტროსადგურის ელექტრომომარაგება იქნება უსაფრთხო. რეაბილიტაციის პროცესი ივლისის 20-მდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კორონავირუსის...
„მწვანე ბიუჯეტის პროექტის“ სამუშაო ჯგუფმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. როგორც სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნინო წილოსანმა განმარტა, აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს 2019 წლის ბიუჯეტის და არსებული კანონმდებლობის გაანალიზების საფუძველზე მომზადდეს რეკომენდაციები, რათა მომდევნო წლების ბიუჯეტში შესაძლებელი გახდეს მათი მაქსიმალურად ასახვა. „კომიტეტში არის დაწყებული უმნიშვნელოვანეს დოკუმენტზე მუშაობა და შეიძლება ითქვას, რომ დასასრულს ვუახლოვდებით....
თბილისის სატრანსორტო სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი შარკოვის განცხადებით, მეტრო ვარკეთილის პროექტირებასთან დაკავშირებით ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა. როგორც მან BM.GE-ს განუცხადა, ამჟამად ტენდერი შედგა და ვარკეთილისა და ავლაბრის მეტროსადგურების სარეაბილიტაციო პროექტების მომზადებაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. „ვარკეთილს რაც შეეხება, მეტრო ვარკეთილთან დაკავშირებით ძალისახმევა არ დაგვიკლია, არაერთი ტენდერი გამოვაცხადეთ დიზაინზე, პროექტირებაზე, მაგრამ ჭერის ჩამოვარდნამ, როგორც ჩანს, შეაშინა ჩვენი პროექტანტები და რამდენიმე ტენდერი ჩაიშალა. საბედნიეროდ, ახლა...
ფოთში მალთაყვის სანაპირო ზოლის გამწვანების და კუნძულის უბნის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, კუნძულის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღია კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს, „კერძოდ, მოეწყობა: ჩოგბურთის კორტი, მინი-საფეხბურთო მოედანი და მცირე ზომის დასასვენებელი სკვერი. კომპლექსის სამივე მხარეს მოეწყობა ღია ავტოსადგომები. მიმდინარეობს პენსიონერთა სახლის მშენებლობა. ქუჩის გასწვრივ, ბულვარზე ზღვის მხარეს მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი და...
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს და ბოლო დროს გარკვეული ჯგუფების მიერ დაბა კაზრეთში მაღალსართულიან კორპუსებში ლიფტების მოწყობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის კატეგორიულად მიუღებელია ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ მიზანმიმართული მცდარი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. „მოსახლეობის ინფორმირებისთვის გვსურს, დაბა კაზრეთში ლიფტების მოწყობის ისტორიული პროექტის შესახებ განმარტება კიდევ ერთხელ გავაკეთოთ. დაბა კაზრეთში 9-სართულიან კორპუსებში...
წინა სტატია პარტიამ „ქართული ფესვები“ ქვეყნის მასშტაბით ხუთი მაჟორიტარობის კანდიდატს წარადგინა. როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, „ქართული ფესვები“ ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ემიგრანტებმა დააარსეს. პარტიის შექმნის მიზანი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გატარება იქნება. მათივე ინფორმაციით, ისინი პარლამენტში მოხვედრის შემდეგ კულტურის ლობისტები იქნებიან. ქუთაისში პარტია „ქართული ფესვების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან: ნათია ჯიმშერეიშვილი, გურიაში - ნუგზარ კვაშალი, რაჭა-ლეჩხუმში - ნოდარ ლიპარტელიანი, ზემო აჭარაში –...
video
"საქანელა გომის მთაზე, ღრუბლების გადასახედთან" - ამ მოთხოვნით ოზურგეთელები პეტიციაზე ხელმოწერებს აგროვებენ. "ალბათ პეტიციის სათაური ერთი შეხედვით უცნაური ჩანს, მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით არც ისე. როგორც იცით გომის მთა ცნობილია "ღრუბლების ზღვით", ჰოდა, ზუსტად მანდ მინდა რომ ერთი პატარა ხის/რკინის კონსტრუქციის საქანელა დაიდგას. რატომ? იმიტომ, რომ იქ ასულ დამსვენებელს და ტურისტებს საშუალება მივცეთ გადაიღონ ვიდეო/ფოტო (ისე როგორც თურქეთში, რიზეს მთებშია...
წინა სტატია ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“, სამველ მანუკიანია. როგორც იგი TOK TV-სთან ინტერვიუში ამბობს, პარტიიდან შეთავაზება კანდიდატობაზე დაახლოებით ერთი კვირის წინ მიიღო. „დაახლოებით ერთი კვირის წინ მივიღე კონსულტაცია ჩემი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატურის შესახებ და მეც დავთანხმდი. ყველანაირი გზით ვეცდები დავიცვა ჩვენი რეგიონის ინტერესები. წინასწარ განსაზღვრული გეგმები არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს ძველი, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ გამარჯვების შემთხვევაში,” — ამბობს მანუკიანი. მანუკიანი პარლამენტში...
ლილოს ბაზრობაზე დღეიდან ფართომასშტაბიანი სკრინინგი დაიწყო. ლილოს ბაზრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლილოს ბაზრობაზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. მათივე განცხადებით, მომხმარებლებისთვის ბაზრობაზე მისვლა და ვაჭრობა უსაფრთხოა. “კიდევ უფრო მეტად გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები, მკაცრი კონტროლი მიდის. შესაბამისად, უსაფრთხოა მომხმარებლებისთვის ბაზრობაზე მოსვლა და ვაჭრობა. ლილოს ბაზრობის დახურვა ამ ეტაპზე არ იგეგმება. ყველა სტანდარტს ვაკმაყოფილებთ“- განაცხადეს პრესსამსახურში. შეგახსენებთ, რომ ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიან სკრინინგზე გადაწყვეტილება...
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ყარაჯალის შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებენ. „სამართალდამცველების მიერ კონტროლდება სოფელთან მისასვლელი მეორეხარისხოვანი გზებიც, რომელთა მუდმივი მონიტორინგი მობილური ჯგუფების მეშვეობით ხორციელდება. გარდა ცოცხალი ძალისა, საკარანტინო პერიმეტრის...
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიასა და ,,რუსთავის ინოვაციების ჰაბს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ ჩუბინიძიმ და ,,რუსთავის ინოვაციების ჰაბის’” ხელმძღვანელმა რევაზ ბარბაქაძემ მოაწერეს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მხარეებმა გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი და მზადყოფნა, რომ ერთობლივი ძალებით იმოქმედონ და ხელი შეუწყონ ,,რუსთავის ინოვაციების ჰაბის“ მიერ შექმნილი ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების დანერგვას ტყიბულის მუნიციპალიტეტში. აღნიშნული პროდუქტები და სერვისები მოიცავენ ჩართულობის ინოვაციურ მექანიზმების...
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ქალაქის პოპულარიზაციის მიზნით თემაზე - „ძველი არქიტექტურა და საუკეთესო ეზო“ ფოტოკონკურსი ტარდება. სამტრედიის მერიის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. მონაწილეებს საშუალება ეძლევათ მერიას გაუგზავნონ მათ მიე რგადაღებული სამი ფოტო (ფოტოები შესაძლებელია გადაღებული იყოს მობილური ტელეფონით). ფოტო უნდა იყოს JPG ფორმატის და მისი მინიმალური ზომა უნდა იყოს 1920pxX1280 პიქსელი. ამასთან, კონკურსზე წარდგენილი ფოტო, კონკრეტულად ფოტო-კონკურსისთვის „სამტრედიის...
  სოფელ მარტოთუბანში, განახლებული გზით სარგებლობას 1500 - ზე მეტი ადამიანი შეძლებს, - აცხადებენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში. "საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. ზესტაფონის მერიის დაკვეთით, საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ მარტოთუბანში. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 646 658 ლარია. რეაბილიტაციას გზის 2 კმ - მდე მონაკვეთი ექვემდებარება, სადაც ბეტონის საფარი...
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ჩუღურეთის რაიონში მდებარე N125 ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი დაიწყო. დედაქალაქის მერიის ცნობით, შემოდგომაზე იმავე ადგილას ახალი ბაღის მშენებლობა იგეგმება. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე რაიონის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესა და მაჟორიტარ დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო. შეხვედრას, სადაც კახაბერ გვანცელაძემ ბაღის მშენებლობის პროექტი წარადგინა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლები და აღსაზრდელების მშობლებიც ესწრებოდნენ. კახაბერ...
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო დაითხოვა. გადაწყვეტილება 23 ივლისით თარიღდება და ბრძანებას ხელს არჩილ ჩიქოვანი აწერს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. დოკუმენტში ვკითხულობთ: 1. ბათუმის მერის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო, 2020 წლის 17 ივლისიდან  უფლებამოსილება შეუწყდეთ მუნიციპალიტეტის მერიის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს. 2. დაევალოს მერიის ადმინისტრაციას, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობის განსაზღვრის მიზნით, მერიის 2018 წლის 5 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული...
სამცხე-ჯავახეთში ისტორიულ ძეგლებზე კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წელს, 30-მდე სარესტავრაციო პროექტი განხორციელდება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. მიმდინარე წელს დაიწყება სოფელ თისელის მე-7 საუკუნის ღვისმშობლის სახელობის დარბაზულ ეკლესიის საკონსერვაციო - სარესტავრაციო პროცესი. ტაძარი ამ დრომდე მიწაყრილით სრულად იყო დაფარული. წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს თისელის წმინდა გიორგი სახელობის გუმბათიანი ტაძრის რესტავრაციაც, სადაც აღდგენითი სამუშაოები მესამე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ