რომელ ისტორიულ ძეგლებს ჩაუტარდება რეაბილიტაცია წელს სამცხე-ჯავახეთში

1077

სამცხე-ჯავახეთში ისტორიულ ძეგლებზე კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წელს, 30-მდე სარესტავრაციო პროექტი განხორციელდება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

მიმდინარე წელს დაიწყება სოფელ თისელის მე-7 საუკუნის ღვისმშობლის სახელობის დარბაზულ ეკლესიის საკონსერვაციო – სარესტავრაციო პროცესი. ტაძარი ამ დრომდე მიწაყრილით სრულად იყო დაფარული.

წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს თისელის წმინდა გიორგი სახელობის გუმბათიანი ტაძრის რესტავრაციაც, სადაც აღდგენითი სამუშაოები მესამე წელია მიმდინარეობს.

დაწყებულია ახალციხეში, ბიეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის რეაბილიტაციაც, რომლის სრული რესტავრაციის დასრულებაც 2023 წელს იგეგმება.

საკულტო ძეგლების კომპლექსური რეაბილიტაციის პროგრამა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ფონდ „ქართუს“ თანამშრომლობის საფუძველზე მიმდინარეობს.