“საქანელა გომის მთაზე, ღრუბლების გადასახედთან” – ამ მოთხოვნით ოზურგეთელები პეტიციაზე ხელმოწერებს აგროვებენ.
“ალბათ პეტიციის სათაური ერთი შეხედვით უცნაური ჩანს, მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით არც ისე. როგორც იცით გომის მთა ცნობილია “ღრუბლების ზღვით”, ჰოდა, ზუსტად მანდ მინდა რომ ერთი პატარა ხის/რკინის კონსტრუქციის საქანელა დაიდგას. რატომ? იმიტომ, რომ იქ ასულ დამსვენებელს და ტურისტებს საშუალება მივცეთ გადაიღონ ვიდეო/ფოტო (ისე როგორც თურქეთში, რიზეს მთებშია ეს შესაძლებელი) განათავსონ შემდეგ ინტერნეტში და ასე კიდევ უფრო ხელი შევუწყოთ კურორტ გომის მთის პოპულარიზაციას”, – ნათქვამია პეტიციაში.
პეტიციაზე ხელის მოწერა მხოლოდ ოზურგეთის მუნიციპალოტეტში რეგისტრირებულებს შეუძლიათ.