როდის გადავა თბილისის მეტრო მუშაობის სრულ რეჟიმზე?

625

თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი შარკოვის განცხადებით, მეტროპოლიტენი მუშაობის სრულ რეჟიმზე სავარაუდოდ სექტემბერში გადავა. ამის შესახებ მან BM.GE-ს განუცხადა.

„რაც შეეხება 11 საათამდე მეტროს მუშაობას. ამაზე ძალიან ბევრი საუბარი მიდის. მიმდინარეობს ჩვენი განიავების სისტემის გამოცვლა და ელექტრო კაბელების სრულად გამოცვლა. იმედი გვაქვს, რომ პროცესი სეტემბრისთვის დამთავრდება და მეტროსადგურის ელექტრომომარაგება იქნება უსაფრთხო. რეაბილიტაციის პროცესი ივლისის 20-მდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კორონავირუსის გამო პროცესი შეფერხდა. თურქული კომპანიაა გამარჯვებული და მათი წარმომადგენლების გარეშე სამუშაოები ვერ განხორციელდებოდა“, – განაცხადა შარკოვმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მეტროპოლიტენი ერთი წელია აღნიშნული რეაბილიტაციის გამო 23:00 საათამდე მუშაობს.