„ძველი არქიტექტურა და საუკეთესო ეზო“ – სამტრედიის მერია ფოტოკონკურსს აცხადებს

586

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ქალაქის პოპულარიზაციის მიზნით თემაზე – „ძველი არქიტექტურა და საუკეთესო ეზო“ ფოტოკონკურსი ტარდება.

სამტრედიის მერიის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. მონაწილეებს საშუალება ეძლევათ მერიას გაუგზავნონ მათ მიე რგადაღებული სამი ფოტო (ფოტოები შესაძლებელია გადაღებული იყოს მობილური ტელეფონით). ფოტო უნდა იყოს JPG ფორმატის და მისი მინიმალური ზომა უნდა იყოს 1920pxX1280 პიქსელი.

ამასთან, კონკურსზე წარდგენილი ფოტო, კონკრეტულად ფოტო-კონკურსისთვის „სამტრედიის ძველი არქიტექტურა და საუკეთესო ეზო“, უნდა იყოს გადაღებული მხოლოდ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

დამუშავებული ფოტოს აღმოჩენის შემთხვევაში კი, კონკურსანტი ავტომატურად გამოეთიშება კონკურს.

რეგისტრაცია 23 ივლისს დაიწყება და 15 აგვისტომდე გაგრძელდება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტებმა მითითებულ ელ.ფოსტაზე – samtrediaphoto2019@gmail.com- ზე უნდა წარადგინონ: ფოტო (მოკლე აღწერილობა აუცილებელია); პირადი ინფორმაცია: სახელი,გვარი,ტელეფონი,ელ-ფოსტა;

“საკონკურსო ფოტოებს განიხილავს და შეაფასებს ჟიური. საუკეთესო ნამუშევრები კი, გამოიფინება „მომავლის პარკში“, ხოლო ფოტოები განთავსდება 16 აგვისტოს სამტრედიის მუნციპალიტეტის ფეისბუქ გვერდზე.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 გამარჯვებული: 1 ჟიურის მიერ ხმათა უმრავლესობით, ხოლო 2 სოციალურ ქსელ ფეისბუქში მოწონებების შედეგად.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი ჯილდოთი: ჟიურის რჩეული 400 ლარი; ფეისბუქ გამარჯვებული 400 ლარი (ძველი არქიტექტურა); ფეისბუქ გამარჯვებული 400 ლარი (საუკეთესო ეზო).

“გამოგზავნილ ფოტოზე საავტორო უფლება უნდა ეკუთვნოდეს კონკურსში მონაწილეს და კონკურსში გამარჯვებულ ფოტოებზე საავტორო უფლება უნარჩუნდება ავტორს.

ამასთან, კონკურსის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, ავტორის წინასწარი ნებართვის გარეშე გამოიყენოს კონკურსში მონაწილე ფოტოები საკუთარ ელექტრონულ თუ ბეჭდურ პუბლიკაციებში”, – განმარტავენ მერიაში.

აქტივობის დებულება იხილეთ მითითებულ ლინკზე.