პარტია „ქართული ფესვების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ბესო ჩუბინიძესთან ერთად ნუგზარ კვაშალიც იქნება

924

წინა სტატია

პარტიამ „ქართული ფესვები“ ქვეყნის მასშტაბით ხუთი მაჟორიტარობის კანდიდატს წარადგინა.

როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, „ქართული ფესვები“ ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ემიგრანტებმა დააარსეს. პარტიის შექმნის მიზანი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გატარება იქნება.

მათივე ინფორმაციით, ისინი პარლამენტში მოხვედრის შემდეგ კულტურის ლობისტები იქნებიან.

ქუთაისში პარტია „ქართული ფესვების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან: ნათია ჯიმშერეიშვილი, გურიაში – ნუგზარ კვაშალი, რაჭა-ლეჩხუმში – ნოდარ ლიპარტელიანი, ზემო აჭარაში – ზურაბ ცინცქილაძე; რუსთავში – ბესო ჩუბინიძე.