ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიასა და ,,რუსთავის ინოვაციების ჰაბს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ ჩუბინიძიმ და ,,რუსთავის ინოვაციების ჰაბის’” ხელმძღვანელმა რევაზ ბარბაქაძემ მოაწერეს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მხარეებმა გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი და მზადყოფნა, რომ ერთობლივი ძალებით იმოქმედონ და ხელი შეუწყონ ,,რუსთავის ინოვაციების ჰაბის“ მიერ შექმნილი ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების დანერგვას ტყიბულის მუნიციპალიტეტში.
აღნიშნული პროდუქტები და სერვისები მოიცავენ ჩართულობის ინოვაციურ მექანიზმების ადაპტირებას და დანერგვას (სამაგიდო თამაშები ახალგაზრდებისათვის – დაგეგმე შენი ქალაქი, ფორსაიტ მეთოდოლოგია), ინფორმაციის ღიაობის და მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობას (მუნიციპალური სერვისების ჩატ-ბოტი და სხვა), ინტერსექტორული და ინტერმუნიციპალური გამოცდილების გაზიარებას.